ეს არის ყველაზე სწრაფი ალუბლის ღვეზელი მსოფლიოში. გარდა ამისა, ის წარმოუდგენლად გემრიელია.

ბევრ ჩვენგანს ძალიან უყვარს დესერტების ჭამა ალუბლით. ის კერძებს უნიკალურ გემოს მჟავიანობით ანიჭებს. მაგრამ ყოველთვის არ არის საკმარისი დრო ნამცხვრის გამოსაცხობად.

ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ საზაფხულო ალუბლის კლაფუტის მარტივი რეცეპტი. ეს კერძი ფრანგების გამოგონებაა, რომლითაც ისინი ძალიან ამაყობენ. ალუბლის ღვეზელი მზადდება იმპროვიზირებული ინგრედიენტებისგან და საოცარი გემო აქვს.

“ფრანგული კლაფუტი”

ინგრედიენტები:

600 გრ ალუბალი.30გრ გამდნარი კარაქი.4 კვერცხი.რძე 250 მლ.100გრ ფქვილი.100 გრ შაქარი.12 გ ვანილინი.მწიკვი მარილი.

მომზადების ტექნიკა :

ალუბალი, კურკების  ამოღების შემდეგ, მოვათავსოთ ცხიმწასმულ სითბოს მდგრად ფორმაში.
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ათქვიფეთ და დაასხით ალუბლის ნარევი.

გამოაცხვეთ კლაფუტი, სანამ არ გახდება ოქროსფერი, დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში 180 ° C ტემპერატურაზე.

მოაყარეთ შაქრის პუდრა და გახდება ულამაზესი დესერტი.

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP. სპილენძის, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის მარილებს. პექტინურ და მღებავ ნივთიერებებს.

ალუბლის ქერქში ნაპოვნია მთრიმლავი ნივთიერებები, ლიმონმჟავა და გლიკოზიდები.ფოთლებში ლიმონმჟავა, ამიგდალინი და კუმარინი.

ვიტამინებით მდიდარი ალუბალი საუკეთესო საშუალებაა ჰიპოვიტამინოზისა და ასთენიის სამკურნალოდ, ეფექტურია სასუნთქი სისტემის ინფექციური და ანთებითი დაავადებებისას, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ვიტამინები აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. ფოლიუმმჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას, C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსული დაავადებებისაგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს.

ალუბლის წვენს აქვს მატონიზებელი და მსუბუქი შარდმდენი თვისება, სიმსუქნისა და ათეროსკლეროზის დროს მისი სმა ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ალუბლის წვენი რეკომენდებულია კოლიტის, ყაბზობის, ბუასილისა და პოდაგრის დროს, შველის უმადობას.

ალუბალი აუმჯობესებს მადას და მნიშვნელოვან დიეტურ პროდუქტად გვევლინება.რკინის მნიშვნელოვანი შემცველობის გამო, ალუბლის ნაყოფს და მისგან დამზადებულ პროდუქტებს ურჩევენ სისხლნაკლულობის დროს.

ხალხურ მედიცინაში ალუბლის წვენს უნიშნავენ, როგორც ამოსახველებელს,ბრონქიტის,ტრაქეიტის, ძლიერი ხველის დროს, აგრეთვე როგორც ნაზ საფაღარათოს ქრონიკული შეკრულობის დროს.

Facebook კომენტარები