თუ თქვენ ხელზე ამგვარ ლაქას შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

ზაფხულია… ყველა შემთხვევაში წელიწადის ყველა დროს თავისი უპირატესობა და ნაკლი აქვს. ზაფხულის ნაკლი კი უამრავი მწერია: კოღოები. ფუტკრები, ობობები, ჭიანჭველები… ფუტკრის და ჭიანჭველას ნაკბენი მტკივნეულია, კოღოებს კი მრავალი დაავადება გადააქვთ ერთი კბენით. ყველაზე საშინელება კი მწერებს შორის ტკიპაა.

ტკიპა ობობასნაირთა კლასისაა, რომლის სასიცოცხლო საჭმელი სისხლია. კარგი ამბავი ისაა, რომ ისინი არ დახტიან ან დაფრინავენ, ცუდი ამბავი კი ისაა, რომ ისინი წოვენ სისხლს და გადააქვთ სასიკვდილო დაავადებები.

მსოფლიოში ტკიპების 800 სახეობაა ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ტკიპების ორ ოჯახს გადააქვს დაავადება ადამიანებზე. ძლიერი ტკიპების კვების დრო საათებიდან დღეებამდე გრძელდება. ხოლო რბილი ტკიპებისა – საათზე ნაკლებ ხანს. დაავადების გადაცემას კი მხოლოდ ერთ წუთზე ნაკლები უნდა.

რა დაავადებები გადააქვთ ტკიპებს ?

მას ლაიმის დაავადებას ეძახიან და ტკიპას ნაკბენით გადადის. ძირითადი სიმპტომები არის : თავის ტკივილი, დაღლილობა, სიცხე, კანზე გამონაყარი. ლაიმის დაავადებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 300 000 ადამიანი არის დაავადებული. ის ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. ზოგჯერ ამ დაავადების ამოცნობა რთულია, რადგან მისი სიმპტომები სხვა დაავადებებს ემთხვევა.

სიმპტომებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

ტკიპები ისეთი წვრილები და პატარები არიან, შეიძლება იმასაც ვერ მიხვდეთ, რომ მათ გიკბინეს. აუცილებელია, რომ ლაიმის დაავადება მალევე აღმოაჩინოთ, რადგან ის თქვენი ოჯახის წევრსაც გადაედება. ყველაზე შესამჩნევი სიმპტომი კანზე პატარა წითელი რგოლია. ტკიპას ნაკბენი მტკივნეული შეიძლება სულაც არ იყოს, მაგრამ ამან არ დაგამშვიდოთ. ლაიმის დაავადება ვრცელდება სახსრებზე, გულსა და ნერვულ სისტემაზეც კი.

როგორ დავიცვათ თავი?

• იცოდეთ, ტკიპების ძირითადი „თავშეყრის ადგილები”.

• შეიმოსეთ დამცავი სამოსით.

• გამოიყენეთ ეთერზეთები, როგორებიცაა: კედარი, სიტრონელა, სანელებელი მიხაკი, ევკალიფტი, ლავანდა, პიტნა, როზმარინი.

• თუ ტკიპას სხეულზე შეამჩნევთ, იმწამსვე მოიშორეთ.

Facebook კომენტარები