თუ ყავის მოყვარული ხართ და ვერ წარმოგიდგენიათ თქვენი დღე ამ არომატული სასმელის გარეშე, გაიგეთ, როგორ და როდის დალიოთ ის, რომ ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოთ.
ბევრს ურჩევნია დილის დაწყება ფინჯანი ყავით ადრე ადგომისა და სრული საუზმის მომზადების ნაცვლად. ამერიკელი აიდა ერსოი, ჯანსაღი კვების ექსპერტი და ფიტნეს ტრენერი, ამ მიდგომას არ თვლის მართებულად. საქმე ისაა, რომ კოფეინი ხელს უწყობს კუჭის მჟავის გამომუშავებას, რაც აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის. ხოლო თუ ყავას უზმოზე დალევთ, მაშინ ეს მჟავა „შეჭამს“ მის კედლებს, რითაც გაზრდის წყლულების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემების რისკს.
რატომ არის ცუდი ყავის დალევა ცარიელ კუჭზე?
ერსოი განმარტავს, რომ ვინც დილით ყავას გასახალისებლად სვამს, მომავალში აუცილებლად განიცდის წყლულს ან გასტრიტს. ხსნადი ყავა განსაკუთრებით საზიანოა ორგანიზმისთვის. ნატურალურ ყავაში მავნეა მხოლოდ ნალექი, რომელიც შეიცავს აგრესიულ ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე.
წამყვანი დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ყავა არა მხოლოდ აზიანებს კუჭს, არამედ იწვევს ნაღვლის წარმოქმნას, რომელიც ავსებს თორმეტგოჯა ნაწლავს და ანადგურებს ამ ორგანოს. გარდა ამისა, ყავა ასტიმულირებს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას, რაც იწვევს გაუწყლოებას და სტრესის წინააღმდეგობისთვის აუცილებელი ვიტამინების დაკარგვას. ყავა ასევე ხელს უშლის რკინის, კალიუმის, კალციუმის და თუთიის შეწოვას,რითაც ორგანიზმს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
თუ დილით ყავას შაქართან და რძესთან ერთად დალევთ, ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება იზრდება, რაც აზიანებს პანკრეასს. ასევე, ამ სასმელს ყოველდღიურად უზმოზე მოხმარებისას შეუძლია გამოიწვიოს შფოთვის მდგომარეობა და დეპრესია.
იაპონელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კოფეინი ხელს უშლის სეროტონინის, ეგრეთ წოდებული სიხარულის ჰორმონის გამომუშავებას და ზრდის სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს. ასევე, ეს ნივთიერება ანელებს გამა-ამინობუტერინის მჟავას გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის დამშვიდებას.
საერთოდ უნდა მიატოვო ყავა?
ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ ყავაზე მთლიანად უარი უნდათქვათ,უბრალოდ დალიეთ ის საუზმის შემდეგ. ყავა ჯანსაღი სასმელია, მაგრამ მისი სწორად გამოყენება გჭირდებათ. დიეტოლოგები გვირჩევენ ყავის დალევას შემდეგნაირად:
დილით 10-დან 11 საათამდე;
ლანჩის დროს - შუადღიდან 14 საათამდე;
საღამოს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე.
თუ არ გსურთ ზიანი მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ყავა უზმოზე, უმჯობესია ეს სასმელი საუზმიდან ნახევარი საათის შემდეგ მიირთვათ.