ოთახის 10 მცენარე, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია-ეს უნდა იცოდეთ!
ოთახის მცენარეები სახლში ჰაერს ასუფთავებენ და ამავდროულად დეკორატიული ფუნქციაც აკისრიათ, თუმცა, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ საშიშია სიცოცხლისთვის. ყურადღებით გაეცანით ამ ინფორმაციას და გაიგეთ, რომელ მცენარეებს უნდა უფრთხილდეთ სახლში.
1. სანსავერია (სიდედრის ენა)
ის მართლაც იდეალურად ასუფთავებს ჰაერს, თუმცა აუცილებელია, რომ ის ბავშებს მოარიდოთ. რადგან შესაძლოა, გახდეს ყელის ტკივილის, გულის რევისა და ჭარბი ნერწყვდენის მიზეზი.
2. ჰორტენზია
ამ ცენარის კვირტები ადამიანმა ან ცხოველმა რომ შეჭამოს, მას მუცლის ტკივილი, დიარეა და სუნთქვის გაუარესება დაეწყება. ამ მცენარით შესაძლოა კომაშიც კი ჩავარდეთ, უმჯობესია მოარიდოთ ოთახს.
3. ალოე ვერა
მას მართლაც უამრავი სასარგებლო თისება აქვს, აშუშებს ჭრილობებს, კურნავს დაზიანებებს და ა.შ. თუმცა მისი შინაგანი მიღება მიზანშეწონილი არ არის, ალოეს ექსტრაქტი კუჭისთვის ზიანის მომტანია, ცხოველებს კი ბევრად უფრო ურთულებს ჯანმრთელობას.
4. ნარცისი
ძალიან ლამაზი გაზაფხულის ყვავილია, თუმცა ამავდროულად საკმაოდ ტოქსიკურიცაა. მას შეუძლია გულისრევის, მაღალი წნევისა და დიარეის გამოწვევა, თუ მის ბოლქვს შეჭამთ სასიკვდილო შედეგის მომტანი იქნება.
5. ირისი
ეს მცენარე საშიშია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც. ის იწვევს გულისრევას, ტემპერატურის უცაბედ მატებას და ა.შ.
6. სუმბული
ნარცისის მსგავსად ეს ყვავლებიც გულის რევასა და დიარეას იწვევნ. ისინი შესაძლოა შინაური ცხოველების გარდაცვალების მიზეზიც გახდნენ.
7. დიფენბახია
ეს საკმაოდ პოპულარული მცენარეა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მას ყელის ტკივილის გამოწვევა შეუძლია, თუ მისი წვენი ბავშის ორგანიზმში, ან თუნდაც შნაური ცხოველის სხეულში მოხვდება, ფატალური შედეგის მომტანი იქნება.
8. ოლეანდრი
ეს ძალიან ტოქსიკური მცენარეა, შინაური ცხოველები მის გამო შესაძლოა გარდაიცვალონ, თუ მისი ფოთლის პატარა ნაწილსაც კი შეჭამენ. ადამიანებში კი ოლეანდრი იწვევს სისუსტეს, არითმიას და კუნთების მოდუნებას.
9. სპატიფილუმი (კალა)
ეს მცენარე იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ხოლო იმ შემთვევაში თუ ადამიანის ორგანიზმში როგორმე მოხვდება, სასიკვდილო შედეგის მომტანია. ის იწვევს ენის და ხახის შეშუპებას.
10. იბგლისური სურო
ეს მცენარე ერთნაირად შხამიანია ადამიანების და ცხოველებისთისაც. ის იწვევს სუნთქვის დარღვევას, პირღებინებას და პარალიზებას.