ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელთა დახმარებით შეძლებთ არტერიული წნევის დარეგულირებას.
მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტზენზია ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდეც ათწლეულების წინ აღიარა ჰიპერტენზია, როგორც კარდიოვასკულური (გულ-სისხლძარღვთა) ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი რისკ-ფაქტორი.
მაღალი წნევა ძალიან ხშირია და საქართველოში ყოველ მესამე მოზრდილს აღენიშნება. ძალიან ხშირად იგი სიმპტომებს არ იწვევს და ბევრმა ადამიანმა არც კი იცის წნევის მომატების შესახებ.
მაღალი წნევის ალბათობა წლების მატებასთან ერთად იზრდება. თუ მაღალი წნევა გაქვთ, მაშინ გულს სხეულში სისხლის გადასასროლად უფრო მძიმე შრომა უწევს.
შემოგთავაზებთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ არტერიული წნევის დარეგულირებას.
1. ნიხური
ნიახური სასრგებლო მწვანილია, რომლის მუდმივად გამოყენება ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას. ყოველდღიურად მიიღეთ 1-2 ღერი ნიახური ან 100 გრ ნიახურის ფესვი. გირჩევთ, დაამატოთ ნიახური სმუზებსა და ბოსტნეულის სალათებს.
2. კაიენის წიწაკა
წიწაკა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. დაამატეთ ცოტა კაიენის წიწაკა სალათებს, წვნიან კერძებსა და სასმელებს.
3. ბანანი
არტერიული წნევის დასარეგულირებლად საუკეთესო საშუალებაა კალიუმით მდიდარი ბანანი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით 2 ბანანი.
4. ლიმონი
ლიმონი წნევის დამწევი საოცრად ეფექტური საშუალებაა. უბრალოდ დაამატეთ ლიმონის წვენი ფინჯან თბილ წყალს და ნარევი მიიღეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. შედეგად შეიმცირებთ სისხლის წნევას, გაიწმენდთ ორგანიზმს და გაიჯერებთ უამრავი სასარგებლო ნივთიერებით, რომლებიც უხვად არის ლიმონის შემადგენლობაში.
5. ნიორი
გამოიყენეთ ყოველდღიურად ნიორი უმი სახით. აუცილებლად მიიღეთ დაჭყლეტილი, რათა მისი სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შეითვისოს ორგანიზმმა. თუ ვერ ეგუებით ნივრის გემოს, გამოიყენეთ თაფლისა და ნივრის ნაზავი, აგრეთვე რეკომენდებულია სალათებსა და კერძებს დაამატოთ ნივრის ზეთი.
6. ქოქოსი
ქოქოსი არტერიული წნევის შესამცირებლად საუკეთესო პროდუქტია. თუ გაქვთ საშუალება, მოიხმარეთ ქოქოსი რეგულარულად და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
7. თაფლი
ნატურალური თაფლი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე. რეკომენდებულია ყოველდღიურად, უზმოზე, მიიღოთ 2 ჩ. კ.თაფლი.
აგრეთვე შეგიძლიათ უზმოზე მიირთვათ 1 ჩ. კ. თაფლის, 1 ჩ. კ. ძირას თესლისა და 1 ჩ. კ. ლიმონის წვენის ნაზავი. ეს საშუალება ხელს შეუწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.