პიგმენტური ლაქები ამ რეცეპტების წინააღმდეგ უძლურნი არიან, შედეგი – 100%-ით სუფთა სახე!
პიგმენტური ლაქა კანის ჰიპერპიგმენტაციის შედეგია. მისი შეფერვა დამოკიდებულია კანში პიგმენტ მელანინის გამომუშავებაზე. ლაქები ზამთარში შედარებით ღია ფერისაა, ხოლო ზაფხულში მუქდება.
პიგმენტური ლაქები ძირითადად ჩნდება კანის დაბერების დროს მაშინ, როცა კანს აღარ შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შემდგომ აღდგენა. ლაქები არის სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ყავისფერი ან ყვითელი შეფერილობით, რომლებიც განსხვავებულია კანის ჩვეულებრივი ფერისგან. ისინი, ძირითადად, თავს იჩენენ სახის, კისრის, ხელებისა და გულმკერდის მიდამოზე. ლაქების არსებობის შემთხვევაში, კანი ხდება უფრო უხეში.
სხეულზე პიგმენტური ლაქების გაჩენა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:
- ხშირი გარუჯვა და მზის ინტენსიური სხივების ზემოქმედება
- ჰორმონალური ნივთიერებათა ცვლის პროცესი
- კანის ტრავმული დაზიანება
- უხარისხო / არასწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება
- ფეხმძიმობა
- მედიკამენტების, მათ შორის კონტრაცეპტივის მიღება
- გენეტიკური მდგომარეობა
თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ლაქების გაჩენის მაპროვოცირებელია შინაგანი ორგანოების პათოლოგიები, როგორებიცაა:
- ღვიძლის დაავადება
- თირკმლის პრობლემები
- კანის სოკოვანი პათოლოგიები
1. ოხრახუშის ნიღაბი
დანაყეთ 1 კონა ოხრახუში და და სუფთა სახეზე ნახევარი საათით წაისვით. დაბანის შემდეგ აუცილებლად წაისვით დამატენიანებელი კრემი. ოხრახუში კანს არბილებს და უფრო გლუვს ხდის.
2. ნაღების და ოხრახუშის ნიღაბი
ეს იდალურია გამომშრალი კანისთვის, ნაღები დანაყულ ოხრახუშს შეურით და ნახევარი საათით წაისვით. ის კანს კვებავს და ატენიანებს.
3. ლიმონის ცედრა
ლიმონის ცედრა დაბალ ცეცხლზე ადუღეთ და გააცივეთ. მიღებული ნაყენით დღეშ 3-ჯერ გაიწმინდეთ სახე.
4. ხილის წვენი
სახის გრეიფრუტის, კივის, ფორთოხლის და მარწყვის წვენით გაწმენდა ძალიან ეფექტურია. ასე კანი უფრო გლუვი და რბილიხ დება.
5. შტოშის გაყინული წვენი
გაყინეთ შტოშის წვენი და ყინულის კუბიკებით დღეში 3-ჯერ გაიწმინდეთ სახე. ის არამარტო წმენდს სახეს არამედ გამონაყარზეც კარგად მოქმედებს.
6. გულყვითელას ნიღაბი
დანაყეთ გულყვითელა და სახეზე წაისვით. გაღიზიანებულ კანზე ის კარგად მოქმედებს და სახეს უფრო არბილებს.