სახის გასაწმენდი ასახევი ნიღაბი – ეს კანის პროფესიონალური წმენდაა!

ეს ნიღაბი მართლაც აღმოჩენაა. ის მართლაც პროფესიონალურად წმენდს სახის კანს, აცილებს ფერიმჭამელებს და ცხიმგროვებს. ყველა შავი წერტილი ხელსახოცზე რჩება. ათანაბრებს სახის კანის ფერს და არბილებს მას.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხის გულისა და ცილის გამაცალკევებელი
  • 2 პატარა ჯამი
  • მაკრატელი
  • კვერცხი
  • ჩანგალი ან სხვა რაიმე ცილის ასათქვეფად
  • ხელსახოცი. უმჯობესია, გამოიყენოთ ქაღალდის პირსახოცი-რულონი
  1. ხელსახოცი წინასწარ დაჭერით საჭირო ზომის ნაჭრებად
  2. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ ერთმანეთისგან
  3. ერთიცა და მეორეც ათქვიფეთ
  4. გაისუფთავეთ სახე
  5. ათქვეფილი ცილა წაისვით სახეზე, ზემოდან დაიკარით ხელსახოცები. სანახაობა არც ისე მიმზიდველი გამოდის, თუმცა შედეგად ღირს.
  6. კვერცხის ცილა შეგიძლიათ წაისვათ ხელსახოცის ზემოდანაც, მაგრამ ძალიან ბევრიც ნუ მოგივათ, თორემ გვიან გაშრება.
  7. ვიცდით 20-30 წუთი, სანამ სრულად არ გაშრება ნიღაბი და ხელსახოცი არ გაქვავდება.
  8. ახლა იწყებთ ხელსახოცის სახიდან აცლას ზევიდან ქვევით (ფოტო 6 და 7)
  9. იბანთ თბილი წყლით და ისვამთ ათქვეფილ კვერცხის გულს იმისათვის, რომ კანი დარბილდეს და დატენიანდეს.
  10. იჩერებთ 10 წუთი და იბანთ თბილი წყლით.

ესეც ასე, კანი რბილი და საოცრად სუფთაა!

ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია