აი, რატომ უნდა გამოიყენოთ კურკუმას კრემი კანის პრომლემების დროს! გაიგეტთ მეტი…

კურკუმა საკმაოდ პოპულარული ინგრედიენტია მთელს მსოფლიოში, განსაკუთებით კი ინდოეთში. ის ჯინჯერისებრთა ოჯახს ეკუთვნის და ძირითადად ინდოეთის ტერიტორიაზე იზრდება.

არომატული სანელებელი უამრავი სასარგებლო თვისებით გამორჩევა, მას არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ საუკუნეების განმავლობაში მედიცინაშიც იყენებდნენ. რაც ყველაზე მთავარია, კურკუმა ანთების და სოკოს საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა, სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება უამრავი დნაიშნულებით შეგვიძლია, განსაკუთრებით კი კანის პრობლემების მოსაგვარებლად.

 

ცხიმიანი კანის მკურნალობა

კანი რომ არ გამოშრეს სხეულში არსებული სხვა და სხვა ჯირკვალი ცხიმს გამოყოფს, ეს ეხმარება ეპიდერმისის ფენას დატენიანებაში და დარბილებაში, თუმცა გადამეტებულად ცხიმიანი კანი ნამდვილად რთული მოსავლელია. ჯირკვლების ზედმეტად აქტიურ მუშაობას აკნეს და კანის სხვა პრობლემებამდე მივყავართ.
კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმას კრემის გამოყენებიდან 4 კვირაში ადამიანების კანი საგრძნობლად გაუმჯობესდა, ცხიმის გამოყოფა 25 %-მდე შემცირდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კურკუმას ეფექტურობას.

მზის სხივებისგან დაცვა

მზისგან დამწვრობით კანი საშინელ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს. კურკუმას კრემი ძალიან ეფექტურია როგორც მზისგან დამცავი საშალება, რაც მასში შემავალი ნივთიერებებითაა განპირობებული. ის შეიცავს სპეციალურ ენზიმებს, რომელიც კანის შიდა ფენებში ამცირებს კოლაგენებს.

დაბერების პროცესის შეფერხება

ასაკის მატებასთან ერთად მცირდება უჯრედების რეგენერაციის ფუნქციები, სწორედ ამიტომ იწყება ნაოჭების გაჩენის პროცესი და კანი კარგავს ელასტირუობას.
მეცნიერები სთქმით, კვლევის შედეგებმა კურკუმას კიდევ ერთი დადებითი შედეგი აჩვენა, მისი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებების დახმარებით, ის აქტიურად ებრძვის დაბერების პროცესის პრობლემებს და მნიშვნელოვნად აფერხებს მას. ხელს უშლის კანზე პიგმენტური ლაქების და მუქი არეების გაჩენას, საკმარისია მხოლოდ დღეში 2-ჯერ გამოყენება და კანი სრულიად ახალგაზრდულად, ჯანსაღად გამოიყურება.

კანის კიბოს პრევენცია

კურკუმა ცნობილია როგორც ეფექტური საშუალება კიბოს პრევენციისთის. ის ანადგურებს მავნე უჯრედებს და რაც მთავარია ამ პროცესის დროს არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს. კურკუმა კანის კიბოს სამი სახეობის: მელანომას, ბაზალური უჯრედის კარცინომის და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის მკურნალობის დროს გამოიყენება.

როგორ უნდა მოამზადოთ კურკუმას კრემი?

დაგჭირდებათ:

  • ½ ჭიქა გამდნარი ორგანული შიის კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ორგანული ფუტკრის ცვილი, მარცვლები
  • 1 ს / კ ჟოჟობას ზეთი ან ნებისმიერი სხვა ზეთი, რომელიც საუკეთესოა თქვენი კანისთვის
  • ½ ჩაის კოვზი ორგანული კურკუმას ფხვნილი ან კურკუმას ეთერზეთი

მომზადება:

ორთქლზე გაალღვეთ ცვილი და შემდეგ მასში დაამატეთ შიის კარაქი. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კურკუმას ფხვნილი ან ეთერზეთი. კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში, სანამ მასა არ გამაგრდება. შემდეგ კი მიქსერის დახმარებით მიიყვანეთ კრემისებურ კონსტიტენციამდე. გადაიტანეთ კრემის ქილაში და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი დამატენიანებელი.

გამოიყენეთ კურკუმას კრემი და იზრუნეთ საკუთარ კანზე! იყავით დაცული ნებისმიერი ტიპის კანის პრობლემისგან!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია