ჯანჯაფილის სამკურნალო თვისებები ცნობილია მთელ მსოფლიოში და მას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. ეს ფესვი მდიდარია ვიტამინებით C, A და E, ასევე მინერალებით,როგორიცაა სპილენძი, მანგანუმი, კალიუმი და მაგნიუმი.
ჯანჯაფილს შეუძლია დაბლოკოს პროსტაგლანდინები, რომლებიც იწვევენ ანთებას,ჰორმონალურ დისბალანსს და კუნთების შეკუმშვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი. ის ეფექტურად ამშვიდებს კუჭს და ხსნის გულისრევას, რაც ასევე შაკიკის სიმპტომია.
ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლოა და დაგეხმარებათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მკურნალობაში. კალიუმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და არეგულირებს არტერიულ წნევას, ხოლო ანტიოქსიდანტები ათავისუფლებს გულძმარვას.
მის აქტიურ ინგრედიენტს, ჯინჯეროლს, აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს კუნთებისა და სახსრების ტკივილს. ხოლო მისი ანტიოქსიდანტები ამშვიდებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილს.
ამიტომ გირჩევთ მოამზადოთ ჯანჯაფილის წყლის ეს უგემრიელესი რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ განკურნოთ შაკიკი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და გაათავისუფლოთ გულძმარვა ერთ წუთზე ნაკლებ დროში:
რეცეპტი.
ინგრედიენტები:პატარა ჯანჯაფილის ფესვი,თაფლი,ნახევარი ლიმონი,3 ჭიქა წყალი.
მომზადების წესი:
ჯანჯაფილი გახეხეთ. შემდეგ დაამატეთ წყალი და ლიმონის წვენი. ბოლოს დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
გამოყენება:
ჯანჯაფილის წყლის დალევა შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაქვთ ჩამოთვლილი სიმპტომი, ამ გემრიელ სასმელს შეუძლია ჯანმრთელობის სხვა შესანიშნავი სარგებელი მოგაწოდოთ.
მიირთვით სასმელი ზუსტად ისე, როგორც გსურთ მთელი დღის განმავლობაში!