შეშუპებული უპეები, შავი წრეები თვალების გარშემო და თვალების ქვემოთ– პრობლემა,რომელიც ბევრ ქალს აწუხებს. ხშირად, ეს დაღლილობის, უძილობის შედეგია. ამავე დროს, ეს ხშირად ალერგიაზე, გულის, თირკმელების, ან ღვიძლის დაავადებებზე მიანიშნებს. კანი თვალების გარშემო ძალიან თხელი და ნაზია, ამიტომ მას სათანადოდ უნდა მოვუაროთ.
1. პიტნა
პიტნას ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. თქვენ დაგჭირდებათ:1 მუჭა პიტნის ფოთლები,ნახევარი ლიმონის წვენი.
როგორ მოვამზადოთ?
პიტნის ფოთლები დააქუცმაცეთ და მას ლიმონის წვენი დაუმატეთ. მიღებული მასა თვალების ქვემოთ პრობლემურ არეზე წაისვით და 15–20 წუთით დაიტოვეთ. ამის შემდეგ, სახე წყლით დაიბანეთ. გაიმეორეთ დღეში ორჯერ.
2. ავოკადო
ავოკადო K, E და B2 ვიტამინებს შეიცავს. ასე, რომ ის მშრალ კანს ელასტიურობას დაუბრუნებს და მას დაატენიანებს. ავოკადო სისხლის ცირკულაციასაც ასტიმულირებს და თვალების გარშემო შავ წრეებს აქრობს.
როგორ მოვამზადოთ?
ავოკადოს 2 ნაჭერი თვალებზე 15–20 წუთით დაიდეთ.
3. ანანასი და კურკუმა
კურკუმა კანს კვებავს, ის კარგი ანტიოქსიდანტია, ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს და მას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ანანასი კი, ბრომელანს შეიცავს– ფერმენტს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.ინგრედიენტები:2 ს/კ კურკუმას ფხვნილი,1–2 ს/კ ახალი ანანასის წვენი.
როგორ მოვამზადოთ?
აურიეთ ერთმანეთს კურკუმას ფხვნილი და ანანასის წვენი. მიღებული მასა თვალების გარშემო შავ წრეებზე წაისვით. დაიტოვეთ 20–30 წუთით. შემდეგ კი, სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.