დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზეთ სახის ნიღაბი, რომელიც შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. ძალიან ეფექტურია აკნეს ნაწიბურების და კანზე მუქი ლაქების მოსაშორებლად. ამავდროულად, ის თქვენს კანს განაახლებს.

აი, როგორ მოვამზადოთ ნიღაბი:

ინგრედიენტები:

1 კარტოფილი,½ ლიმონი.

მომზადება და გამოყენება:

პირველ რიგში კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ ნაჭრებად.შემდეგ ჩაყარეთ ბლენდერში და აურიეთ დაახლოებით 1 წუთი, რომ კარტოფილის წვენი მიიღოს,გაწურეთ პიურე და დაასხით წვენი სუფთა თასში.შემდეგ დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ და სახის ნიღაბი მზად არის.

დაასველეთ ბამბის დისკი ნარევში და წაისვით ნაოჭებზე ან ნაწიბურებზე.

გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი იმოქმედოს და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.შეგიძლიათ გაიმეოროთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ და ნახოთ რამდენად სუფთაა თქვენი სახე!

Facebook კომენტარები