ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული თვისებებით, ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სასარგებლო საკვებია.

ეს ფესვი ხელს უწყობს საერთო ჯანმრთელობას, რადგან ის სავსეა რამდენიმე მინერალით, ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და მაგნიუმით.

ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ასთმის,გულის დაავადებების, საჭმლის მონელების, სუსტი იმუნიტეტისა და ტკივილის შესამსუბუქებლად.

ჯანჯაფილის ჩაის დალევა ხელს უშლის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს,რადგან მას აქვს გამოყენების ფართო სპექტრი:

აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ინფექციებს,მკურნალობს ჰერპესს,გაციებას,გრიპს,აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აი, როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ძალიან ჯანსაღი ჯანჯაფილის ჩაი:

ინგრედიენტები:

¼ ჩაის კოვზი დაფქული კოჭა.¼ ჩაის კოვზი დაფქული კურკუმა.ქოქოსის რძე.თაფლი.ჭიქა წყალი.

მომზადების წესი:

ამ სასმელის მომზადება  მარტივია. ადუღეთ წყალი, დაამატეთ ჯანჯაფილი და კურკუმა და გააჩერეთ 8-10 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ, უბრალოდ დაამატეთ რძე და შემდეგ გადაწურეთ ჩაი. გემრიელად მიირთვით.
კოჭა ხალხური მედიცინაში
კოჭას ფხვნილს რომ შევურიოთ ცოტაოდენი რაოდენობით წყალი, მივიღებთ კომპრესს, რომელიც გამოიყენება თავის ტკივილისა და ქრონიკული რევმატიზმის დროს. იმისათვის, რომ ორსულმა ტოქსიკოზს დააღწიოს თავი, საჭიროა ½ ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი შეურიოთ ერთ ჭიქა ჩაიში ან უბრალო წყალში. სასურველია მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე ეს რეცეპტი დაეხმარება მათ, ვისაც „ზღვის ავადმყოფობა" აქვს. ის საიმედო საშუალებაა ყელისა და პირის ღრუს დაავადების საპროფილაქტიკოდ. ჩაიდეთ პირში პატარა ნაჭერი და წუწნეთ მანამ, სანამ ყელი არ დაგიწყებთ წიწკვნას. კოჭას პატარა ნაჭერი ასევე დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დროს. ოდნავ გაღეჭეთ და დაიდეთ მტკივან კბილზე.
კარგია ასევე ლიმონთან ერთად ჩაიში ჩაგდებული, დადებითაც მოქმედებს გაციების დროს.

კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია და მას ლამის ყველანაირ კერძს უმატებენ, გასახდომად იყენებენ და სამკურნალო საშუალებებს შორისაც ასახელებენ. კოჭა მოჰყავთ იაპონიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩინეთსა და ვიეტნამში. მისი სამშობლი ინდოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიაა. მას საუცხოო არომატი და გემო აქვს. თუმცა გავიგოთ მის არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ მავნე თვისებებზეც.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია