ბებიაჩემმა მასწავლა თუ როგორ უნდა მოვამზადოთ თაფლის წყალი სწორად? არ ვიცოდი.
დილით თაფლიანი წყალი კარგი დასაწყისია აქტიური დღისთვის!
რეცეპტი ნომერი 1.
1 ჩაის კოვზი თაფლი განზავდეს 1 ჭიქა სასმელ წყალში (გაფილტრული, სასურველია წყაროდან).
ვიღებთ თაფლის 30%-იან ხსნარს, შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტური.
იდეალურია სასმელის მომზადება საღამოს და დალევა დილით უზმოზე - თაფლიანი წყალი მისცემს მსუბუქ საფაღარათო ეფექტს, ექნება ოდნავ შარდმდენი მოქმედება და გააძლიერებს იმუნურ სისტემას.
რეცეპტი ნომერი 2.
"სიცოცხლის ელექსირი"
საღამოს განზავდეს 1 ს.კ. კოვზი თაფლი 1 ჭიქა წყალში. დილით დაუმატეთ 1 საათით ადრე ჩ/კ ნატურალური ვაშლის სიდრი ძმარი (ახალი ლიმონის წვენი მსგავს ეფექტს მისცემს). აურიეთ და დალიეთ ცივად საუზმემდე ერთი საათით ადრე და სასურველია დილის 5-დან 7 საათამდე.
ეს ძალიან კარგი დამხმარეა საჭმლის მონელებისთვის.
საინტერესო ინფორმაცია ლიმონზე
ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია.
ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ლიმონის წვენი, რომელსაც იყენებენ ყოველგვარი გადამუშავების გარეშე. საყურადღებოა ისიც, რომ ლიმონის წვენი დაკონსერვების დროსაც ინარჩუნებს დიეტურ და სამკურნალო თვისებებს.
სამედიცინო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიმონის ყვავილებიდან მიღებულ თაფლს, რადგან ის შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას – ციტრინს და თაფლის შაქარს – ლევულოზას. ციტრინი იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისაგან.
ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
გარეგანი მოხმარებისათვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალო მალამოსა და ლოსიონის დამზადების დროს.