სხეულის ნაოჭების სამკურნალოდ არ გჭირდებათ პლასტიკური ქირურგიის ან თუნდაც ქიმიური კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება. ბუნება ყოველთვის გვაძლევს საუკეთესო შესაფერის გადაწყვეტილებებს ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე,რაც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

ასაკთან ერთად, სტრიები და თეთრი ხაზები ხდება პრობლემა, რომელსაც ქალების უმეტესობა აწყდება. შეიძლება ძნელი იყოს იმ შემაშფოთებელი ეფექტებისგან თავის დაღწევა, რომლებიც ჩნდება მუცელზე, დუნდულოებსა და ბარძაყებზე, მაგრამ არსებობს რამდენიმე ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც უსაფრთხოდ მოგცემთ ეფექტურ შედეგს.

გთავაზობთ ბუნებრივი გელის მომზადების მარტივ რეცეპტს სტრიების სამკურნალოდ და კანიდან ნაწიბურების მოსაშორებლად.

ინგრედიენტები

6 სუფრის კოვზი სუფთა ქოქოსის ზეთი,6 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი,10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი.

როგორ მოვამზადოთ

ჩაასხით ქოქოსის ზეთი ღრმა თასში, შემდეგ შეურიეთ ალოე ვერას გელს ხის კოვზით.როგორც კი ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში აირია, დაამატეთ ლავანდის ეთერზეთი.მიღებული ნარევი შეინახეთ მაცივარში სტერილიზებულ შუშის კონტეინერში.

გამოსაყენებლად წაისვით გელის შესაბამისი რაოდენობა შხაპის მიღების შემდეგ ან ძილის წინ სტრიებით დაზიანებულ ადგილებში.

გააგრძელეთ მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ ყველა ნუტრიენტი მთლიანად არ შეიწოვება და დატოვეთ ერთი საათით, შემდეგ კანი ნესტიანი ქსოვილით შეიწმინდეთ.
სტრიები კანის გაწელვის ადგილას გაჩენილი თეთრი ან იასამნისფერი ხაზებია და ის დაზიანებულ ქსოვილს წარმოადგენს.

სტრიას იწვევს ორსულობა, წონის სწრაფი მატება და ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება. გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს. ეს მის შიგნითა შრეებში ნახეთქებს აჩენს, რომლებიც შემდეგ შემაერთებელი ქსოვილით ივსება. ჩვეულებრივ, სტრიები ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე. თუ წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოიშვა, უმეტესად ვერტიკალურია, ხოლო თუ ჰორმონული პრობლემებით არის გამოწვეული — ჰორიზონტალური.

ახალგაჩენილ სტრიებს ვარდისფერი ან იასამნისფერი ელფერი დაჰკრავს — ასეთ ფერს ნახეთქებში განვითარებულ შემაერთებელ ქსოვილში გამავალი სისხლძარღვები აძლევს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცარიელდება და სტრიები თეთრდება, ნაწიბურებს ემსგავსება. ნაწიბურის ქსოვილზე პიგმენტი არ არის, ამიტომ სტრიები გარუჯვის შემდეგაც თეთრი რჩება და გარუჯულ კანზე უფრო მეტად შესამჩნევია.

სტრიების გაჩენის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით თუ გაქვთ გენეტიკური მიდრეკილება, თუმცა პრევენციის ოქროს წესი დატენიანებაა. სპეციალური ანტისტრია კრემი დაგეხმარებათ ახალი სტრიების წარმოქმნის პრევეცნიაში, განსაკუთრებით ორსულობის დროს, როდესაც კანის გადაჭიმვის პროცესი ნამდვილად მოსალოდნელია.

სტრიების მკურნალობა საკმაოდ სპეციფიკურია და დამოკიდებულია სტრიის ხანდაზმულობასა და გავრცელების ფართობზე. რეალურად სტრიის საერთოდ გაქრობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ესთეტიკური შედეგის მიღწევა, მათი გაუფერულება, დაპატარავება, რაც იმას ნიშნავს რომ ვიზუალურად ნახეთქი ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

ესთეტიკური მედიცინა სხვადასხვა კომპლექსურ მიდგომას გთავაზიბთ სტრიებთან საბრძოლველად, რომელიც მოცავს, როგორც პილინგებს, ასევე ლაზეროთერაპიასა და კარბოქსითერაპიას.

პილინგი ზედაპირიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს, რაც ხელს უწყობს უჯრედების განახლების პროცესს, ახალი კოლაგენის კარკასის წამროქმნას, ელასტინის გამომუშავებას. შედეგად კანი გლუვრება, სტრია მცირდება და კარგავს ფერს.

Facebook კომენტარები