უამრავი დაავადების ხსნაა კაკლის ტიხრების ნაყენი,შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია
ნაყენის გაკეთება სულაც არ არის რთული.
კაკლის ტიხრებზე ნაყენი ეფექტურია ისეთ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, რადიკულიტი, სახსრების ტკივილი, კუჭის გახანგრძლივებული აშლილობა, ჩიყვის სამკურნალოდ, ქუსლის ჩიყვის, მეხსიერების დაქვეითების, თავის ტკივილის, უძილობის, ნერვული დარღვევების, საშვილოსნოს ფიბრომიომა,მასტოპათიის სამკურნალოდ.
ნაყენის გაკეთება სულაც არ არის რთული. მუქი შუშის ჭურჭელში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი ტიხრები, დაასხით არაყი ბოლომდე დაფარვამდე, გააჩერეთ ორი კვირა.
მიიღეთ ყოველდღიურად, ჯერ 5-6 წვეთი განზავდეს ორ სუფრის კოვზ წყალში, შემდეგ წვეთების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭიროებისამებრ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 3 თვემდეა.
უძილობისა და ნევროზული მდგომარეობის დროს არყის ნაყენს იღებენ 25-30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
სახსრებისა და რადიკულიტის ტკივილის დროს რეკომენდებულია ნაყენის გარედან წასმა,მტკივნეულ ადგილებში შეზელვა.
კაკალი ღირებულია არა მხოლოდ ნაყოფით, არამედ მისი ნაჭუჭის, ფოთლებისა და ყუნწების ტიხრებიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.
კაკლის ზეთი და უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ კაკალი ხანშიშესულ ასაკში და სიმსუქნისას, იგი სასარგებლოა გულის იშემიური და ღვიძლის დაავადებების დროსაც.
ძველთაგანვე კაკლის ყველა ნაწილს იყენებენ ბევრი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში. მთავარი სამკურნალო მნიშვნელობა აქვს ფოთლებს, რომლებშიც გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, არის გლიკოზიდები, ფლავონოიდები, ეთერზეთი, იუგლონი, ინოზიტი, C, B, D ვიტამინები და ძალზე ბევრი კაროტინი;
ფოთლებს ამზადებენ ივნისში, როდესაც მათ ჯერ არ მიუღწევიათ საბოლოო განვითარებამდე, ამ პერიოდში მათში მეტი რაოდენობით არის C ვიტამინი (5%-მდე) და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.
მშრალ ფოთლებს იყენებენ ნაყენის, ნახარშის, მალამოს დასამზადებლად. ფოთლების ნაყენს სვამენ, როგორც ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ და საერთო გამამაგრებელ საშუალებას ავიტამინოზისა და ორგანიზმის გამოფიტვის დროს. ფოთლების ნახარშისა და ნაყენის გამოყენება
რეკომენდებულია თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს. მათ ასევე იყენებენ როგორც შემკვრელს, ფაღარათის საწინააღმდეგო საშუალებას.
კაკლის უმწიფარი ნაყოფი სხვა თვისებებთან ერთად ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედებითაც ხასიათდება. სწორედ ამიტომ აქვს მის გამოყენებას შედეგი წყლულოვანი დაავადების დროს.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი
ავტორ-შემდგენლები: ლიანა ჯიქია, რაისა ქარაია, ვანო პაპუნიძე, ვლადიმერ უგულავა, ტრისტან ჯობავა, ნონა მიქაია.