გულის არითმია
არითმია პათოლოგიური მდგომარეობაა, რაც გულის ცემის რითმის დარღვევით გამოიხატება. არითმიის დროს პულსი შეიძლება იყოს ასწრაფებული, შენელებული ან რითმიდან ამოვარდნილი შეკუმშვებით. მოსვენებულ მდგომარეობაში გული უნდა იკუმშებოდეს წუთში 60-85-ჯერ.
გულის არითმია ვითარდება, როცა ელექტრული იმპულსები, რაც იწვევს გულის შეკუმშვას, ფუნქციონირებს არასწორად და აიძულებს გულს იმუშაოს ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა, არარეგულარულად ან არარითმულად.
არსებობს რამდენიმე ტიპის არითმია.
ბრადიკარდია (ნელი ცემა)
ტაქიკარდია (სწრაფი ცემა)
არარითმული არითმია (ექსტრასისტოლური ანუ პულსის გამოტოვება, მოციმციმე არითმია ).
არითმიების უმეტესობა არ საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, თუცა რიგ შემთხვევებში შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს, რაც დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე.
გულის რითმის ცვლილების მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
-
- მაღალი არტერიული წნევა
- გულის იშემიური დაავადებები
- კარდიომიოპათიები
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
- შაქრიანი დიაბეტი
- დიდი რაოდენობით თამბაქოს, ალკოჰოლისა და ყავის/კოფეინის მოხმარება,
- ძლიერი სტრესი
- ზოგი მედიკამენტის ჭარბი დოზით მიღება
- ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა
არითმიის მკურნალობა და დიაგნოსტიკა
ძირითადად, არითმიის დროს გულის არეში იგრძნობთ არარეგულარულად გულის შეკუმშვას, ე.წ. გულის ფრიალს ან შენელებულ გულისცემას, ჩხვლეტის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, ჰაერის უკმარისობას, ზოგად სისუსტესა და დაღლილობას.
შესაძლებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები ვერც შენიშნოთ ექიმი-კარდიოლოგის მიერ დანიშნული გამოკვლევების გარეშე. დიაგნოსტიკა ხდება
ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევებით:
- ელექტროკარდიოგრამა
- ექოკარდიოსკოპია
- ჰოლტერის 24-48 სთ მონიტორინგი
- ელექტროფიზიოლოგიური კვლევა
- ლაბორატორიული ანალიზები
არითმიის სამკურნალოდ სპეცილისტი ნიშნავს მკურნალობის კურსს დიაგნოზის ფორმის შესაბამისად, მედიკამენტურად ან ინვაზიური (ქირურგიული) ჩარევით.
არითმიების დიდი ნაწილი დამოკიდებულია გულის სხვა დაავადებებთან, ამიტომ რეკომენდებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს აქტიურ ცხოვრებას, ჯანსაღ კვებას, მოწევისა და ალკოჰოლისგან თავის შეკავებას.
გაითვალისწინეთ, დაუშვებელია მედიკამენტების თვითნებურად (კარდიოლოგის გარეშე) მიღება ან/და დოზის ცვლილება.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.