აი რა გავლენას ახდენს ბუნებაში სეირნობა თქვენზე! ამიერიდან სეირნობა თქვენი ჰობი გახდება
მეცნიერები თვლიან, რომ ბუნებაში სეირნობა მოქმედებს ტვინის ცვლილებებზე, რა თქმა უნდა დადებითად. ის ამცირებს სტრესს, ამშვიდებს თქვენს ტვინსა და გონებას. ასევე ბუნებაში სეირნობას აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობები, ზრდის ფოკუსირების უნარსა და კრეატიულობას.
ბუნებაში სეირნობის უპირატესობები ფსიქოლოგიურ ასპექტში:
მეცნიერების ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებული სტატია ამტკიცებს, რომ ბუნებას გარკვეული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს გონებაზე. კვლევაში ორმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა: 1-ლი ჯგუფი 90 წუთის განმავლობაში სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, მე-2 ჯგუფი კი – ბუნებაში. კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში სეირნობამ მონაწილეებზე ნეგატიური დატვირთვა მოახდინა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს კორელაციაშია დეპრესიისა და ფსიქოლოგიური პრობლემების ზრდასთან.
ბუნებაში სეირნობა კი ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანებს.
ბუნებაში სეირნობა ზრდის კრეატიულობას და პრობლემების გადაწყვეტის უნარს:
ფსიქოლოგებმა რუტ ან ატჩლეიმ და დავიდ სტრეიერმა დაასკვნეს, რომ ტექნოლოგიებისაგან გამოთიშვა და დაკავშირება ბუნებასთან, ზრდის პრობლემების გადაწყვეტის კრეატიულ უნარს.
ექსპერიმენტის მონაწილეებს დაევალათ ყოფილიყვნენ ბუნებაში რამდენიმე დღით, ტექნოლოგიების გარეშე. მათ აძლევდნენ ისეთ დავალებებს, რომელთა შესრულების დროს უნდა გამოეყენებინათ კრეატივი. ექსპერიმენტის ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ეს უნარი 50 %-ით გაუმჯობესდა.
ტექნოლოგიები და ქალაქის ხმაური შემაწუხებელია. ისინი აფერხებენ ფოკუსირების უნარს და აქვთ უარყოფითი ზეგავლენა შემეცნებით ფუნქციებზე. ამიტომ ბუნებაში სეირნობა ამცირებს სტრესს და ზრდის კრეატიულობას.
ბუნებაში სეირნობა ამცირებს ყურადღების დეფიციტის სინდრომს ბავშვებში:
ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, უჭირთ ერთ საგანზე ფოკუსირება. ისინი ხშირად დაბნეულები არიან. ერთ-ერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ „მწვანე ბუნების“ აქტივობებს სიმპტომების შემცირება შეუძლია.
ბუნებაში სეირნობა მარტივი და უფასო საქმეა. თქვენ კიდეც ისვენებთ, კალორიებსაც წვავთ, ათავისუფლებთ გონებას და ასე შემდეგ. ჩაიცვით კომფორტული და მოსახერხებელი ფეხსაცმელი, წაიღეთ ერთი ბოთლი წყალი და ბუნებაში სეირნობის გარდა, ივარჯიშეთ. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი!