როგორ ვებრძოლოთ სინუსიტს ორი ინგრედიენტის დახმარებით? ყველაზე ეფექტურია

სინუსიტი ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული ანუ პარანაზალური წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით მდებარეობს. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში. სინუსების ამომფენ ლორწოვანს აკისრია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით შეითვისოს მსუბუქი იონები და ნაწილობრივ ჟანგბადი და ის პირდაპირ თავის ტვინში გადაიტანოს.

მსგავსი პრობლემის დროს გირჩევთ ამ ეფექტური რეცეპტით ისარგებლოთ.

ინგრედიენტები:

  • რამდენიმე პირშუშხა;
  • ნახევარი კილო ვაშლისგან დამზადებული ძმარი.

გახეხეთ პირშუშხა დაასხით ძმარი და ნაზავი ოთახის ტემპერატურაზე 10 დღის განმავლობაში გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ დღეში რამდენჯერმე თავი მოხადეთ ნაზავს და შეისუნთქეთ 5 წუთის განმავლობაში. ეს პროცედურა 5 დღის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ, შემდეგ კი თვეში ორჯერ გაიმეოროთ.

ასევე შეგიძლიათ ინჰალაციისთვის 50 გრ. პირშუშხა 1/2 ლიტრ წყალში ადუღოთ და შემდეგ პირსახოცის და ამ ნაყენის დახმარებით ინჰალაცია გაიკეთოთ.

რატომ პირშუშხა?

ხალხურ მედიცინაში პირშუშხა უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება. კარგი ეფექტი აქვს თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის პათოლოგიების დროსაც. გარდა ამისა, ამოსახველებელ, ანტიმიკრობულ, შარდმდენ და ნაღველმდენ, ზოგად გამაჯანსაღებელ, ჭიების საწინააღმდეგო, სისხლის გამწმენდ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებადაც არის აღიარებული. პირშუშხას ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება, კომპრესების გაკეთება მიოზიტის (კუნთების ანთება), პნევმონიის (ფილტვების ანთება), პლევრიტის (პლევრის ანთება) დროს. ფესვების წვენი ეფექტურია გაციებისა და კბილის ტკივილის, აგრეთვე ჰიპოაციდური გასტრიტის (დაბალი სიმჟავით მიმდინარე კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების) დროს. მცენარის ფესვების ნახარში უხდება ჰიპერტონიას, დიზენტერიასა და ღვიძლის დაავადებებს.

ის ძალიან ძლიერი ანტიბიოტიკია და ფისტულებს იდეალურად ასუფთავებს. ის შეიცავს ვიტამინ C-ს, კალციუმს, მაგნიუმს, გლუკოზას, კალიუმს, ფოსფორს.

აუცილებლად სანახვი: ამ ნაყენის პირში ერთხელ გამოვლებით ცუდ სუნს 1 წლით დაემშვიდობებით! – მარტივი რეცეპტი

Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია