ეს უგემრიელესი სალათები მარტივი მოსამზადებელია და ასევე წარმოუდგენლად სასარგებლოა დიაბეტის კონტროლისთვის. ასე რომ, თუ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც დიაბეტი აქვს, უეჭველად უნდა ჩართოთ მენიუში!წარმოგიდგენთ 3 მარტივ უგემრიელეს რეცეპტს უაღრესად ჯანსაღი სალათებისთვის!
ისპანახის სალათი ნიორით
ინგრედიენტები:
6 ჭიქა ისპანახის ფოთლები (დაახლოებით 6 უნცია),2 დაფქული ნივრის კბილი,½ ჩაის კოვზი დიჟონის მდოგვი,1 ქ. თეთრი ღვინის ძმარი,¼ ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი,1/8 ჩაის კოვზი მარილი,¼ ჭიქა დაჭრილი წითელი ხახვი,1 ½ ქ. უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი.
მომზადების წესი:
თითოეული ინგრედიენტი წითელი ხახვისა და ისპანახის ფოთლების გარდა მოათავსეთ დიდ თასში. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ხახვი და ისპანახის ფოთლები.
კიტრის სალათი
ინგრედიენტები:200გრ კიტრი,ზეითუნის ზეთი,90 გრ ენდივი,10 გრ შავი ზეთისხილი,ძმარი,მარილი.
მომზადების წესი:
ენდივი კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ. კიტრი გარეცხეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით ნაჭრებად. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ჭურჭელში და მოაყარეთ მარილი,ზეთი და ძმარი.
კიტრის სალათი
ინგრედიენტები:
1 დიდი კიტრი (ან 2 საშუალო კიტრი),1 ჩაის კოვზი სტევია,2 ს.კ. მოხალული სეზამის მარცვლები,¼ ჭიქა ბრინჯის ძმარი,¼ ჩაის კოვზი მარილი.
მომზადების წესი:
გარეცხეთ კიტრი და გააცალეთ კანი. ცოტა ხნის შემდეგ გაჭერით შუაზე და კოვზით ამოიღეთ თესლი. დავჭრათ თხლად.მოათავსეთ ისინი ქაღალდის პირსახოცების ორ ფენაში და შემდეგ ნაზად გაწურეთ ზედმეტი ტენიანობა. მარილი, ძმარი და სტევია აურიეთ ჭურჭელში და ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კიტრი და სეზამის მარცვლები და კარგად აურიეთ.