ჯანჯაფილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და პოპულარული სანელებელია და ტრადიციულად გამოიყენება ინდურ და აზიურ სამზარეულოში.
მას აქვს გამოყენების ფართო სპექტრი და განსაკუთრებით ეფექტურია გაციების,გრიპის,ხველების, ართრიტისა და კუჭის დაავადებების დროს. გარდა ამისა,ჯანჯაფილი ხელს უწყობს ზურგისა და კუნთების ტკივილის შემსუბუქებას, ასევე მაღალი ქოლესტერინის და სისხლში შაქრის დონის შემცირებას.
არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს სანელებელი შეიძლება იყოს დიდი დახმარება დეგენერაციული ან რევმატოიდული ართრიტის და ქრონიკული ტკივილის დროს.ჯანჯაფილი ასევე აფერხებს ორგანიზმის ვერაგი დაავადებას და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.
აი, როგორ მოამზადოთ ეს ტრადიციულად უძველესი ჯანჯაფილის საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის განკურნებაში:
ინგრედიენტები:
200 გრ ჯანჯაფილი (გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი).50 მლ ლაიმის წვენი.1/2 ჭიქა წყალი.50 გრ ნატურალური თაფლი.450 მლ გაფილტრული წყალი.
მომზადების მეთოდი:
წყალი უნდა ადუღოთ და ჯანჯაფილი დაუმატოთ. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.მოამზადეთ სიროფი ცალკე კონტეინერში. ნახევარი ჭიქა ჯანჯაფილის წყალი შეურიეთ ნახევარ ჭიქა წყალს და დაუმატეთ ლაიმის წვენი და თაფლი.
აურიეთ კარგად. მზადაა!
კოჭა ხალხური მედიცინაში
კოჭას ფხვნილს რომ შევურიოთ ცოტაოდენი რაოდენობით წყალი, მივიღებთ კომპრესს,რომელიც გამოიყენება თავის ტკივილისა და ქრონიკული რევმატიზმის დროს.იმისათვის, რომ ორსულმა ტოქსიკოზს დააღწიოს თავი, საჭიროა ½ ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი შეურიოთ ერთ ჭიქა ჩაიში ან უბრალო წყალში. სასურველია მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე ეს რეცეპტი დაეხმარება მათ, ვისაც „ზღვის ავადმყოფობა" აქვს. ის საიმედო საშუალებაა ყელისა და პირის ღრუს დაავადების საპროფილაქტიკოდ. ჩაიდეთ პირში პატარა ნაჭერი და წუწნეთ მანამ, სანამ ყელი არ დაგიწყებთ წიწკვნას. კოჭას პატარა ნაჭერი ასევე დაგეხმარებათ კბილის ტკივილის დროს. ოდნავ გაღეჭეთ და დაიდეთ მტკივან კბილზე.კარგია ასევე ლიმონთან ერთად ჩაიში ჩაგდებული, დადებითაც მოქმედებს გაციების დროს.
ასე რომ, კოჭა არის მცენარე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს. მაგრამ მასაც აქვს უკუჩვენება. მიიღეთ გონივრულად და ის მხოლოდ სარგებლობას მოგიტანთ.