ნატურალური - სახლში დამზადებული კრემი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ბრენდულს
ცოტა ძალისხმევა და რა შესანიშნავი შედეგია!
ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი
- დარიჩინის ჯოხი
- მიხაკის ყვავილი
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ:
- ვარდის ფურცელი
- ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა
- პიტნის ფოთოლი
ვიღებთ 50გრ სუფთა ზეითუნის ზეთს, ვასხამთ ნაჭრებად დაჭრილ დარიჩინის ჯოხს და 4-5 მიხაკის ყვავილს ვაყრით.
შეგიძლიათ დაამატოთ ვარდის ფურცლები, დაუმატოთ ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა, პიტნის ფოთოლი.
ათი დღის განმავლობაში ზეთი სანელებლებით უნდა შეინახოთ ბნელ და თბილ ადგილას, შემდეგ უნდა გაფილტროთ.
ახლა მიღებული ზეთი შეურიეთ მსხვილ სახეხზე გახეხილ ბუნებრივ ფუტკრის ცვილს (5 ჩაის კოვზ ზეთზე - 1 ჩაის კოვზი ცვილი) და გაათბეთ წყლის აბაზანაში, სანამ ცვილი არ გადნება, შემდეგ დაამატეთ ჩაის კოვზი ცაცხვი (ან ნებისმიერი მსუბუქი ყვავილი) თაფლი.
2 წვეთი ვარდის ზეთი, 1 წვეთი ნებისმიერი ციტრუსის ზეთი (თუ გამოიყენეთ ფორთოხლის კანი - ფორთოხლის ზეთი, თუ ლიმონის კანი - ლიმონის ზეთი). სუნამოს უფრო სენსუალური რომ გახადოთ (სურვილისამებრ), შეგიძლიათ დაამატოთ 2 წვეთი ილანგ-ილანგი (აფთიაქში იყიდება).
მიღებული მასა საფუძვლიანად აურიეთ ხის ჯოხით, სანამ არ გახდება გლუვი. თუ კრემი თხელია, დავამატოთ ცოტა ცვილი, თუ საჭიროზე მყარია, ზეითუნის ზეთი.
შემდეგ მიღებული კრემი ჩაასხით ლამაზ ჭურჭელში ან ქილაში.
წაისვით გასუფთავებულ კანზე.
წასმიდან 5 წუთის შემდეგ ზედმეტი კრემი მოიშორეთ ქაღალდის პირსახოცით.
გამოყენებამდე მიზანშეწონილია კრემის გაცხელება (ერთი კოვზი კრემი ჩადეთ პლასტმასის ქილაშ, შეახვიეთ ისე, რომ ტენიანობა არ შევიდეს და გააჩერეთ გამდინარე ცხელი წყლის ქვეშ).
შედეგი: კანი ხდება გლუვი, ნაზი, მოვლილი, აფრქვევს სასიამოვნო არომატს.
ილანგ-ილანგის ეთერზეთი
ილანგ-ილანგი წარმოადგენს უნივერსალურ ეთერზეთს:
- ის დადებითად მოქმედებს, როგორც ცხიმიან ასევე მშრალ კანზე.
- ასტიმულირებს ახალი უჯრედების ზრდას კანის ღრმა შრეებში, რითაც აბრკოლებს მის დაბერებას.
- აახალგაზრდავებს, ატენინებს, ასწორებს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებას,აღმოფხვრის ჩირქოვან გამონაყარს, დადებითად მოქმედებს ეგზემის და დერმატოზების დროს
- ხდის კანს ნაზს, ხავერდოვანსა და ელასტიურს.
- ხსნის გარუჯვის შემდგომ გაღიზიანებას და შეწითლებას, ხელს უწყობს რუჯის შენარჩუნებას.
- ხანგრძლივად ადეზოდორირებს კანს.
- აძლიერებს თმებს, აღმოფხვრის მათ მტვრევადობას და დაყოფილი ბოლოების გაჩენას, აღადგენს დაზანებული თმების სტრუქტურას.
- ატონიზირებს თავის კანს, ხელს უწყობს ქერტლის გაქრობას და თმის ცვენის შეჩერებას.
- აძლიერებს ფრჩხილებს.