როგორ გადავიჭიმოთ სახის კანი სახლში ყველაზე იაფად

ამ სასწაულებრივ  ნიღაბს შეუძლია თქვენი სახიდან ათზე მეტი წლის წაშლა.

უკვე პირველი წასმის  შემდეგ იგრძნობთ მის გასაოცარ ეფექტს. ასეთი ნიღაბი შესანიშნავი ალტერნატივა იქნება მრავალი სალონური პროცედურისა და პლასტიკური ქირურგიისთვისაც კი!

როგორ გადავიჭიმოთ სახე

როგორ გადავიჭიმოთ კანი ოპერაციის გარეშე

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხის ცილა
  • 1/2 ჩ.კ ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩ.კ ქოქოსის ზეთი

მომზადების წესი:

აიღეთ საშუალო ზომის კვერცხი და გამოაცალეთ ცილა გულისაგან.

ცილა მოათავსეთ პატარა თასში და ათქვიფეთ სქელი ქაფის წარმოქმნამდე.

შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი, ქოქოსის ზეთი და კვლავ ათქვიფეთ ნარევი.

წაისვით ნიღაბი ლიფტინგის ეფექტით სახეზე და კისერზე. გააჩერეთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ ნარევი მთლიანად არ გაშრება, შემდეგ დაიბანეთ სახე წყლით ან მცენარეული დასაბანით. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად საკმარისია ამ ნიღბის გაკეთება კვირაში 2-ჯერ.

ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონებათ ეს აღიარებული რეცეპტი.

გაუზიარე ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ისწავლო ასაკობრივი ლაქების მოშორება!

კვერცხის სარგებელი

კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას, ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. ის განსაკუთრებით ადვილი ასათვისებელია. მისი შემადგენლობა საოცრად დაბალანსებულია – კვერცხი ხომ ბუნების მიერ ფრინველთათვის სიცოცხლის მისაცემად არის შექმნილი! კვერცხის ცილა მიღებიდან სამ საათში მთლიანად აითვისება და ორგანიზმს ძვირფასი საკვები ნივთიერებებით ავსებს. მისი ენერგეტიკული ღირებულება სულ 45 კკალორიას შეადგენს. ამასთან, კვერცხის ცილა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით.

განსაკუთრებით ბევრია მასში ქოლინი, ურომლისოდაც ჩვენს უჯრედებს ნორმალური ფუნქციობა და სრულფასოვანი არსებობა არ შეუძლია. აღსანიშნავია აგრეთვე D, H და K ვიტამინების შემცველობა, მინერალებიდან კი – ნატრიუმისა, გოგირდისა, ქლორისა, კალიუმისა, ფოსფორისა, კალციუმისა და მაგნიუმისა, ასევე თუთიისა, რკინისა, სპილენძისა, იოდისა, მოლიბდენისა, ქრომისა, კობალტისა და მანგანუმისა. კვერცხის ცილაში ბევრი ნიაცინია, რომელსაც B3 ან PP ვიტამინსაც უწოდებენ.

კვერცხის ცილის სამკურნალო თვისებები

ათვისებადობის თვალსაზრისით ცილები მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვერცხის ცილა ადვილად ასათვისებელია, რაც მას ძალზე ფასეულ საკვებად აქცევს. მცენარეული ცილები, საზოგადოდ, ძალზე სასარგებლოა. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, პარკოსნებისას, 70%-ით ითვისებს ორგანიზმი, თევზეულისას – 76%-ით, აი, კვერცის ცილა კი 95%-ით აითვისება. მასში შემავალი პროტეინი ზრდის ორგანიზმში “კარგი” ქოლესტერინის დონეს, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედელს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. კვერცხის ცილის ყველა ეს ღირსება ადამიანმა დიდი ხანია შეამჩნია. ოფიციალურ, კლასიკურ მედიცინაში კვერცის ცილას იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, ლაბორატორიული კვლევებისთვის, ტუტეებით, მჟავებითა და მძიმე მეტალებით მოწამვლისას.

Facebook კომენტარები