თირკმელების ჯანმრთელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხეულის საერთო მდგომარეობისთვის, ისევე როგორც ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. საკვებისა და სასმელის ყოველდღიურმა მიღებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დაამძიმოს თირკმელები.
რას აკეთებენ თირკმელები?
თირკმელები დღეში დაახლოებით 200 ლიტრ სისხლს ფილტრავენ, ყველაფერი იმისთვის, რომ მოიცილონ ტოქსინები, რომლებიც აზიანებენ ჩვენს ორგანიზმს.
რა ზიანს აყენებს თირკმელებს ტოქსინები?
როდესაც თირკმელები გადატვირთულია ტოქსინებით, შეიძლება მოხდეს თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებები და სწორედ ამ ტოქსინებს ვიღებთ ორგანიზმში საკვებისა და სასმელის სახით. თირკმელების დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანები არიან დიაბეტით, მაღალი არტერიული წნევით ან თირკმელების დაავადების ოჯახური ისტორიით.
იმისთვის, რომ თირკმლები გაიწმინდოთ სახლის პირობებში აი რა უნდა გააკეთოთ:
თირკმელების გამწმენდი სასმელის დამზადება შეგიძლიათ გარკვეული ბოსტნეულისგან, რომლებიც თირკმელებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება.
თირკმელებს აქვთ ტოქსინების და სისხლის ნარჩენების პროდუქტების გაფილტვრის ფუნქცია. დაბალანსებული დიეტისა და წყლის ადეკვატური მიღების გარეშე ტოქსინები შეიძლება დაგროვდეს და ამით იმოქმედოს ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და თირკმელების მუშაობაზე.
არსებობს საოცარი მცენარეები, რომლებიც თირკმელებს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება.
ჭარხალი ასუფთავებს თირკმელებს კალციუმის ოქსალატისგან, რომელიც წარმოადგენს თირკმელებში კენჭების წარმოქმნის ძირითად მიზეზს.
ჭარხალი შეიცავს სასარგებლო ფიტოქიმიკატს ბეტამინს, რომელიც ხელს უწყობს თირკმელების კალციუმის ფოსფატის გაწმენდას.
ლიმონი შესანიშნავი დაცვაა თირკმელების კენჭებისგან, რადგან ის ეხმარება შარდში ციტრატის დონის ამაღლებას.
კიტრს და ნიახურს ასევე აქვს ბუნებრივი შარდმდენი მოქმედება , რაც თირკმელების ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
ამ ნარევის შემადგენელი ინგრედიენტებია:
1 ჭიქა ახალი მოცვი; 2 დიდი ჭარხალი (გახეხილი); 1 ცალი ვაშლი; ნიახურის 4 ღერო; 1 ცალი ლიმონი (გახეხილი); 5 სმ ჯანჯაფილის ფესვი;
აი როგორ უნდა მოამზადოთ:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში.კარგად დააბლენდერეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამის შემდეგ კი დალიეთ სასმელი მაშინვე.
ეს მეთოდი გაუზიარეთ მეგობრებს,რადგან მეც ძალიან კარგი შედეგი მომცა,ეს ისაა,რაც ნამდვილად უნდა ცადოთ.უმარტივესი და ძალიან კარგი შედეგით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი გამომწვევ მიზეზსა და მკურნალობის მეთოდს,ბედნიერი ვარ რადგან მე ეს ვიპოვე,ჯანმრთელობას გისურვებთ.