მრავალძარღვა ჯადოსნური მცენარეა - 5 საინტერესო ფაქტი მისი გამოყენების შესახებ
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას უამრავი დაავადების და დაზიანების სამკურნალო გამოყენება აქვს და მის ფესვებს. სწორედ მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ გთავაზობთ სიანტერესო ფაქტებს.
მრავალძარღვა მედიცინაში
ჭრილობების მოშუშება
მრავალძარღვას წვენი აჩქარებს ჭრილობიდან ჩირქის გამოდევნას, ხსნის ანთებით პროცესს. კანის დაზიანებულ უბნებზე იდებენ მრავალძარღვას ფოთლებს, რათა ხელი შეუწყონ სწრაფ მოშუშებას.
საჭმლის მონელების გაუმჯობესება
მრავალძარღვა კუჭისა და ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესების მიზნითაც გამოიყენება. გირჩევთ მარტივ რეცეპტს: 250 მგ ადუღებულ წყალს დაუმატეთ 3 ჩ/კ მრავალძარღვას დაქუცმაცებული ფოთლები. გააციეთ და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 3 ჯერ თითო ჭიქა ჭამამდე.
გაციების მკურნალობა
მრავალძარღვა იდეალური საშუალებაა ხველებისა და გაციების დროს. მაღალი ტემპერატურის დროს სვამენ ბალახის ჩაის, რომელშიც ამატებენ მრავალძარღვას სიროფს, ვირისტერფას და ცოტა ჟოლოს.
შეკრულობის საწინააღმდეგო საშუალება
საჭიროა 5 ჩ/კ მრავალძარღვას თესლს დაასხათ ¼ ადუღებული წყალი, გააცეროთ 1 საათის განმავლობაში, გააციოთ და მიიღოთ ჭამამდე 2 ჩ/კ.
ნიკოტინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო საშუალება
ნიკოტინზე დამოკიდებულების მოსაშორებლად ხარშავენ მრავალძარღვას ფოთლებს და სვამენ დღეში 3 ჯერ.
მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ამ მცენარეს ბევრი უკუჩვენებაც გააჩნია. ამიტომ, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებს, არ უნდა გამოიყენონ მრავალძარღვა.
ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.