ეს სასმელი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, მით უმეტეს, რომ ის მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან შედგება.

ხშირად, წონის დაკლება ბევრად უფრო ადვილია ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ბუნებრივ წარმოშობად ითვლება ჯანჯაფილის წყალი.ფაქტია, რომ მისი გამოყენება აჩქარებს წონის დაკლებას.

უფრო მეტიც, რიგი სხვა სასარგებლო თვისებების წყალობით, ჯანჯაფილის წყალი არა მხოლოდ ხელს უწყობს ცხიმების ადვილად დაწვას თეძოებსა და წელზე, არამედ ებრძვის სხვადასხვა დაავადებებს. გეპატიჟებით მეტის გასაგებად.

ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებები

აღსანიშნავია, რომ ამ სამკურნალო სასმელის მთავარი ინგრედიენტი ჯანჯაფილი უაღრესად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და სავსეა მრავალი სასარგებლო თვისებით.

აძლიერებს იმუნურ სისტემას

ჯანჯაფილი ეხმარება ქრონიკულ დაავადებებს, ბაქტერიულ ინფექციებს,ხველას,გრიპს,გაციებას და ასევე ამცირებს ინსულტის რისკს.

ხელს უშლის გაციებას და გრიპს

მისი ძლიერი ამოსახველებელი და ანტიბიოტიკური თვისებები ხელს შეუწყობს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების, გრიპის და ხველების გაჩენის თავიდან აცილებას.

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ჯანჯაფილში მაგნიუმის და თუთიის მაღალი შემცველობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, აქვეითებს ქოლესტერინს, ტემპერატურას და ხელს უშლის ჭარბ ოფლიანობას.

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

ეს ძვირფასი ბალახი მკურნალობს მუცლის ტკივილს, ყაბზობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ამცირებს ნაწლავებში გაზებს.

აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების შეწოვას

ჯანჯაფილი აუმჯობესებს აუცილებელი საკვები ნივთიერებების შეწოვას კუჭის წვენის და პანკრეასის ფერმენტების წარმოების სტიმულირებით.

ამსუბუქებს სახსრების ტკივილს

ფესვის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას და სახსრების ანთების მკურნალობას.

როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის წყალი

კომპონენტები:

ჯანჯაფილის ფესვის რამდენიმე თხელი ნაჭერი

1,5 ლიტრი წყალი

1 ლიმონის წვენი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი:

ადუღეთ წყალი და დაუმატეთ ჯანჯაფილის ნაჭრები, დატოვეთ ეს ნარევი ადუღებამდე 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. სასმელი გავაციოთ,დავამატოთ ლიმონი. მიღებული წყალი დალიეთ ყოველ დღე დღეში ორჯერ – დილით, საუზმის წინ და საღამოს სადილის წინ.

ჯანჯაფილის წყლის სასარგებლო თვისებები

ჰიპერტენზიისთვის

ჯანჯაფილის წყალი არეგულირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის არტერიებში სისხლის შედედების წარმოქმნას.

არეგულირებს ქოლესტერინს

ებრძვის მაღალ ქოლესტერინს.

როგორც ძლიერი ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ის მკურნალობს ანთებას, სახსრების დაავადებებს და დაავადებებს, როგორიცაა რევმატიზმი ან ოსტეოართრიტი.

როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი

ის ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას და ამით აფერხებს და ებრძვის ორგანიზმის ვერაგ დაავადებას.

ჯანჯაფილის წყლის სამკურნალო თვისებების დიდი რაოდენობა გაიძულებს სერიოზულად იფიქრო მის გამოყენებაზე, არა? მით უმეტეს, რომ უკვე ხელთ გაქვთ რეცეპტიც და მიღების სახელმძღვანელოც. გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების  ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელისთვის.

Facebook კომენტარები