ბევრ ადამიანს აქვს ჩვევა დილით უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევა და ამაყობს საკუთარი თავით. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, თუ რა ასოცირდება ამ ჩვევასთან და ვიმედოვნებთ, რომ გვიან არ არის.
ამჟამად საიტებსა და ინტერნეტ პორტალებზე ბევრი სტატიაა, სადაც ნათქვამია, რომ დილით უზმოზე ლიმონიანი წყლის დალევა უაღრესად სასარგებლოა, მაგრამ უარყოფითი ეფექტები არსად გვხვდება. დილით ლიმონიანი წყლის დალევამ შეიძლება დააზიანოს კბილები.
მოგეხსენებათ, ლიმონი შეიცავს მჟავას, რომელიც თბილ წყალთან ერთად არბილებს კბილის მინანქარს.
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ ჯანსაღი ნაზავის დალევიდან 30 წუთზე ნაკლებ დროში კბილები არ გაიხეხოთ, რადგან დიდი შანსია დაზიანებული გქონდეთ მინანქარი.თუმცა,არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს პრობლემა. პირველ რიგში, თბილი ლიმონიანი წყლის დალევის ნაცვლად, ოთახის ტემპერატურის წყალი უნდა დალიოთ. კიდევ ერთი გამოსავალია მისი დალევა ჩალით,რაც ხელს შეუშლის კბილებთან შეხებას.
არასოდეს გაიხეხეთ კბილები ამ ნარევის დალევისთანავე!