თუ ფეხის, სახსრების ტკივილი გაწუხებთ, „სიმძიმის“ შეგრძნება გაქვთ – ეს ნარევი ჩაანაცვლებს ძვირადღირებულ მალამოებსა და გელებს.

ის ასევე ეხმარება ძველ დაზიანებებს!

დაგჭირდებათ:

  • 300 გრ ალკოჰოლი
  • 1 ბოთლი კამფორის სპირტი (10 მლ)
  • იოდის 1 ფლაკონი (10 მლ)
  • ყველაზე გავრცელებული ანალგინის 10 ტაბლეტი.

ყველაფერი კარგად აურიეთ, გააჩერეთ ბნელ ადგილას 21 დღე და შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ის მკურნალობს ყველაფერს: რადიკულიტს, ართრიტს, ართროზს, ოსტეოქონდროზს – ყველაფერს, რაც ეხება სახსრებს, ძვლოვან ქსოვილს და კუნთებს.

ეს უნდა იცოდეთ!

იოდის სასარგებლო თვისებები

ელემენტ იოდის შემცველი პრეპარატები

ელემენტ იოდის შემცველ ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები ახასიათებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია:

1. ელემენტ იოდის ანტიმიკრობული და ანტისოკოვანი (ფუნგიციდური) მოქმედება;

2. ანთების საწინააღმდეგო თვისება;

. ამ ჯგუფის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად, საოპერაციო ველის მოსამზადებლად ქირურგიასა და გინეკოლოგიაში;

4. კანსა და ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას იოდი აღიზიანებს რეცეპტორულ უჯრედებს და იწვევს მათ რეფლექტორულ ცვლილებას – “გამოაცოცხლებს” მათ ორგანიზმის ფუნქციათა გასაძლიერებლად.

არაორგანული იოდიდების შემცველი პრეპარატები

ეს იოდის მარილებია. ყველაზე ხშირად კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი იოდიდები გამოიყენება, რომლებსაც პაციენტებს იოდდეფიციტისა თუ სხვა შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ უნიშნავენ.

იოდის პრეპარატები წინ ეღობება და ბლოკავს ფარისებრ ჯირკვალში რადიაქტიური იოდის დაგროვებას, აქვეითებს სხივურ დოზას და ასუსტებს ორგანიზმზე რადიაციის მავნე ზემოქმედებას.

იოდის შემცველი ორგანული ნივთიერებანი

შინაგანად მისაღები პრეპარატებია, რომლებიც მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. იოდის მცირე დოზა თრგუნავს ჰიპოფიზის წინა წილში თირეოტროპული ჰორმონის წარმოქმნას, რითაც აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. სწორედ ამ თვისების გამო გამოიყენება იოდის შემცველი პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალოდ. იოდი მოქმედებს ცილებისა და ცხიმების ცვლაზე, ამიტომ იოდიან პრეპარატთა მიღებისას საგრძნობლად მცირდება ქოლესტერინის დონე და სისხლის შედედების უნარი. იოდის პრეპარატებს უნარი შესწევს, სასუნთქი გზების ჯირკვლებიდან ლორწოს გაძლიერებული რეფლექტო-რული გამოყოფა გამოიწვიოს და ახასიათებს პროტეოლიზური (ცილების დამშლელი) თვისება. სწორედ ამით აიხსნება იოდის პრეპარატების ხშირი გამოყენება ამოსახველებელ და მუკოლიზურ (ნახველის დამშლელ) საშუალებად.

Facebook კომენტარები