სახლშ შეგიძლიათ მოამზადოთ ხველისა და გაციების მალამო,თანამშრომელმა ცადა და გამოჯანმრთელდა.

მაშინვე ცხვირი იწყებს სუნთქვას და ხველა სწრაფად გადის.

ინგრედიენტები:

მიიღეთ 0,5 ს.კ. თაფლი და მცენარეული ზეთი, 2 აბი მუმია(აფთიაქში შეიძენთ) და სტრეპტოციდი, 2 ს.კ. კალანხოეს წვენი (ან ალოე), 2 გრ პროპოლისი და ფუტკრის ცვილი (ნახევარი ასანთის ყუთი).

მომზადების მეთოდი:

გააცხელეთ ზეთი, ცვილი და თაფლი, მუდმივად ურიეთ დაბალ ცეცხლზე. როცა ცვილი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან. ჭიქაში გახეხეთ სტრეპტოციდის ტაბლეტები,პროპოლისი და მუმია ფხვნილად, შემდეგ დაასხით ეს ყველაფერი თბილი ნარევით. დასასრულს დაამატეთ ალოეს წვენი.

ყველაფერი კარგად აურიეთ. მალამო შეინახეთ მაცივარში.

შეზეთეთ მკერდი და ზურგი ღამით, გაათბეთ შარფით.

თუ ცხვირი გაჭედილია, შეზეთეთ იგი დღეში 2-3-ჯერ.

მუმიას(იგივე შილაჯიტი, ბარაგ-შუნი, მთის ფისი) სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ ინდოეთსა და საბერძნეთში გამოიყენებდნენ. პირველად, მისი სამკურნალო თვისებები არისტოტელემ შეისწავლა და აღწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა მუმია შეუცვლელ საშუალებად რჩება უამრავი დაავადების წინააღმდეგ.

მუმიას მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც გარეგნულად, ისე შემადგენლობითაც განსხვავდება. ძირითადად, ეს ნივთიერება ფრინველთა ექსკრემენტებისგან ჩნდება, რომელიც, როგორც კი მზეზე დადნება, ჯდება კლდის ფორებში და ამდიდრებს მას მინერალებით. ნატურალური ნედლეულისგან, ჩვეულებრივ, მხოლოდ მუმიას ექსტრაქტს – ფისისმაგვარ ნივთიერებას მოიპოვებენ, რომელსაც სპეციფიკური სუნი და გემო აქვს.

მუმიას სამკურნალო თვისებები ვლინდება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენების დროსაც. არსებობს მრავალი ვარიაცია მალამოებისა და გელებისა, რომლებიც ამ ნივთიერებისგან მზადდება. მას, ასევე, აფთიაქში აბებისა და კაფსულების სახით ყიდიან.

მუმიას სარგებელი

მუმია გვეხმარება მოტეხილობების, დამწვრობის, ჭრილობების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, გასტრიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს.

მისი მოხმარება კურნავს თავის ტკივილებს, ბრონქიტს, ანგინას, პნევმონიას, ასთმას, ქრონიკულ სურდოს, შუა ყურის ანთებას, ძვლების ტუბერკულოზსა და ბუასილს. გვევლინება დამხმარე საშუალებად ქალებსა და მამაკაცებში უნაყოფობის სამკურნალოდ. ამ სამკურნალო ნივთიერების დახმარებით, ასევე, შეგიძლიათ დაივიწყოთ სიყრუვე, სლოკინი, ქალური დაავადებები, რადიკულიტი, დამბლა, ნევრალგია, პაროდონტოზი, ცისტიტი და სხვ.

 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია