წონაში დაკლება ესე მარტივი არასოდეს ყოფილა.

დეტოქს სასმელები არა მხოლოდ ძალიან ჯანსაღი, არამედ წარმოუდგენლად გემრიელიცაა! დაიწყეთ დღე ერთი ჭიქა ცივი ხილის წყლით და მიიღეთ ენერგია მთელი დღის განმავლობაში.

როგორ გავასუფთავოთ ორგანიზმი ტოქსინებისგან

ეს სასმელები ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას, ეფექტურად ეხმარება ორგანიზმის გაწმენდას და სტრესის წინააღმდეგ ბრძოლასაც კი. მათ დამზადებას ბევრი რამ არ სჭირდება! ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის ცივი წყალი და ცოტა ხილი.

დეტოქს-სასმელი ლიმონით

ინგრედიენტები:

  • 100გრ კიტრი
  • 1/2 ლიმონი
  • 1/4 ფორთოხალი
  • 700 მლ ცივი წყალი
  • მუჭა პიტნის ფოთლები

მომზადების მეთოდი:

ყველა ინგრედიენტი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ცივ წყალში. შედგით სასმელი მაცივარში 1 საათით. გამოიყენეთ იგი წყლის ნაცვლად, 21 დღიანი კურსი ეფექტურად გაწმენდს ორგანიზმს და მოიშორებს ჭარბ წონას. საუკეთესო ეფექტისთვის შეცვალეთ ერთ-ერთი კვება ამ სასმელით.

დეტოქს-სასმელი მარწყვით

ინგრედიენტები:

  • 1ლ ცივი წყალი
  • 1 ლიმონი
  • 100 გრ მარწყვი
  • 1/2 ვაშლი
  • მუჭა პიტნის ფოთლები
  • 1/4 ს/კ დარიჩინი

მომზადების მეთოდი:

დავჭრათ ყველა ინგრედიენტი და ჩავყაროთ ცივ წყალში. შედგით სასმელი მაცივარში 1 საათით. ის უნდა მიირთვათ ისევე, როგორც წინა სასმელი.

ეს ხილის წყალი არა მხოლოდ ნამდვილი ხსნა იქნება ზაფხულის ცხელ დღეებში, არამედ საშუალებას მოგცემთ მარტივად მოიცილოთ ზედმეტი წონა. შედეგი არ დააყოვნებს !

არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს ორგანიზმის გასაწმენდად სასარგებლო რეცეპტები.

ლიმონი სასარგებლოა ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სასუნთქი გზების ვირუსული პათოლოგიების, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანის და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე. სკლეროზის მოახლოებისას გირჩევთ სისტემატიურად მიირთვათ ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი.

ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონალური ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია.

ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს,შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია