ასკილის ზეთი ეფექტურია ნაიარევის დაფარვისთვის. ის, ასევე, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას, ხოლო არსებულს ამცირებს. საცხები, რომელთაც ნაოჭების საწინააღმდეგოდ იყენებთ, შეიცავს ქიმიურ კომპონენტებს და ისინი კანს აზიანებს. ხოლო კრემები ნატურალური შემადგენლობით, ძალიან ძვირი ღირს.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნატურალური საცხის დამზადების რეცეპტს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

კანის ტიპი

ეს რეცეპტი განკუთვნილია ნორმალური და მშრალი, მომწიფებული, მგრძნობიარე და ნაოჭებისადმი მიდრეკილი კანისთვის. რეცეპტი არ არის რეკომენდირებული ქალბატონებისთვის, რომლებიც 25 წლისანი არ არიან და ცხიმიანი კანი აქვთ.ინგრედიენტები, რომელთაც ჩვენ გთავაზობთ, მკვებავია და კანის ღრმა ფენებს ატენიანებს და მის რეგენერაციას ახდენს.

ქოქოსის კარაქი

ის შეგიძლიათ, საცხის სახით გამოიყენოთ, კანში ძალიან სწრაფად შეიწოვება. კანს ატენიანებს და სასიამოვნო არომატი აქვს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცვილი

ცვილი რეცეპტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ის ასუფთავებს კანს და აშორებს პიგმენტურ ლაქებს.

ასკილის ზეთი

ის შეიცავს ანტიოქსიდებს, ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინებს, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აქრობს ნაოჭებს. ებრძვის პიგმენტურ ლაქებსა და კანის სიმშრალეს, აღადგენს კანის უჯრედებს.

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხის მომზადების რეცეპტი

ეს ინგრედიენტები ერთმანეთს ქილაში შეურიეთ: 20 მლ. ქოქოსის კარაქი, 30 მლ. ასკილის ზეთი,ნარევი ორთქლზე დაარბილეთ, გამოიყენეთ მინის ჯოხი და ქოქოსის კარაქს ცვილი შეურიეთ,როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთს შეერევა, ცეცხლი გამორთეთ და მას დაუმატეთ: 5 მლ. ასკილის ზეთი, 5 მლ. E ვიტამინი, ნემსიწვერას ეთერზეთის 5 წვეთი, ვარდის ეთერზეთის 5 წვეთი.

ეს ყველაფერი ერთმანეთ კარგად შეურიეთ და დაელოდეთ, სანამ მიქსტურა გაცივდება.საცხი მაცივარში შეინახეთ.თუ თქვენს სახლში ძალიან ცხელა ან მაცივრის გამოყენება არ გსურთ, ნარევს 10-15 მლ. ცვილი დაუმატეთ.თუ პირიქით, თხევადი ნარევი გირჩევნიათ, მას დაუმატეთ მეტი ქოქოსი და შეამცირეთ ცვილის ოდენობა.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია