იგი კეთდება ორ ეტაპად:
შესვენება ათი დღეა.
მკურნალობა ამ გზით ხდება. დაასველეთ ბამბა იოდში და წაისვით:
1 დღე - მარცხენა ხელის მაჯის ირგვლივ;
მე-2 - მარჯვენა ფეხის ტერფის ირგვლივ;
მე-3 - მარჯვენა ხელის მაჯის ირგვლივ;
მე-4 - მარცხენა ფეხის ტერფის ირგვლივ;
მე-5 - მარცხენა მკლავის იდაყვის გარშემო იდაყვის ზემოთ;
მე-6 - მუხლის ქვემოთ მარჯვენა ფეხის მუხლის მიდამოში;
მე-7 - მარჯვენა მკლავის იდაყვის გარშემო იდაყვის ზემოთ;
მე-8 - მუხლის ქვემოთ მარცხენა ფეხის მუხლის გარშემო;
მე -9 - წერტილოვანი ხაზი ზურგის გასწვრივ მარცხენა მხრიდან მარჯვენა ბარძაყამდე;
მე -10 - წერტილოვანი ხაზი ზურგის გასწვრივ მარჯვენა მხრიდან მარცხენა ბარძაყამდე.
ერთ დღეში საჭიროა მხოლოდ ერთი შეზეთვის წარმოება - ღამით ძილის წინ.
იოდი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა, რასაც მისი მაღალი ბიოლოგიური აქტივობა და მოქმედების მრავალმხრივობა განაპირობებს. ის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის უხსოვარი დროიდან გამოიყენება და აქტუალობა არც დღეს დაუკარგავს.
იოდის პრეპარატები
ცნობილია პრეპარატთა 4 ძირითადი ჯგუფი:
I - პრეპარატები, რომლებიც შეიცავს ელემენტ იოდს - ან 5%-იანი სპირტხსნარი, ლუგოლის ხსნარი;
II - არაორგანული (კალიუმის, ნატრიუმის და სხვა) იოდიდები, რომელთა უმრავლესობაც 25-დან 250-მდე მკგ მიკროელემენტს შეიცავს;
III - ელემენტ იოდის შემცველი ორგანული ნივთიერებანი - იოდოფორმი, იოდინოლი და სხვა;
IV - იოდშემცველი ორგანული ნივთიერებანი, რომელთა მოლეკულაც მტკიცედ დაკავშირებულ იოდის ატომებს შეიცავს. ასეთებია რენტგენოკონტრასტული ნივთიერებანი.
ელემენტ იოდის შემცველი პრეპარატები
ელემენტ იოდის შემცველ ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები ახასიათებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია:
1. ელემენტ იოდის ანტიმიკრობული და ანტისოკოვანი (ფუნგიციდური) მოქმედება;
2. ანთების საწინააღმდეგო თვისება;
. ამ ჯგუფის პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად, საოპერაციო ველის მოსამზადებლად ქირურგიასა და გინეკოლოგიაში;
4. კანსა და ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას იოდი აღიზიანებს რეცეპტორულ უჯრედებს და იწვევს მათ რეფლექტორულ ცვლილებას - "გამოაცოცხლებს" მათ ორგანიზმის ფუნქციათა გასაძლიერებლად.
არაორგანული იოდიდების შემცველი პრეპარატები
ეს იოდის მარილებია. ყველაზე ხშირად კალიუმისა და ნატრიუმის შემცველი იოდიდები გამოიყენება, რომლებსაც პაციენტებს იოდდეფიციტისა თუ სხვა შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ უნიშნავენ.
იოდის პრეპარატები წინ ეღობება და ბლოკავს ფარისებრ ჯირკვალში რადიაქტიური იოდის დაგროვებას, აქვეითებს სხივურ დოზას და ასუსტებს ორგანიზმზე რადიაციის მავნე ზემოქმედებას.
იოდის შემცველი ორგანული ნივთიერებანი
შინაგანად მისაღები პრეპარატებია, რომლებიც მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. იოდის მცირე დოზა თრგუნავს ჰიპოფიზის წინა წილში თირეოტროპული ჰორმონის წარმოქმნას, რითაც აქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. სწორედ ამ თვისების გამო გამოიყენება იოდის შემცველი პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სამკურნალოდ. იოდი მოქმედებს ცილებისა და ცხიმების ცვლაზე, ამიტომ იოდიან პრეპარატთა მიღებისას საგრძნობლად მცირდება ქოლესტერინის დონე და სისხლის შედედების უნარი. იოდის პრეპარატებს უნარი შესწევს, სასუნთქი გზების ჯირკვლებიდან ლორწოს გაძლიერებული რეფლექტო-რული გამოყოფა გამოიწვიოს და ახასიათებს პროტეოლიზური (ცილების დამშლელი) თვისება. სწორედ ამით აიხსნება იოდის პრეპარატების ხშირი გამოყენება ამოსახველებელ და მუკოლიზურ (ნახველის დამშლელ) საშუალებად.