თმის ზრდის ფარმაცევტული პროდუქტების ასორტიმენტი გასაოცარია, მაგრამ მათი ფასები ძალიან მტკივნეულია. რა უნდა გააკეთოთ, თუ თმა დასუსტდა და დაიწყო ცვენა?წარმოგიდგენთ მკურნალობის ეფექტურ მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს თმის ძალიან აქტიურ ზრდას. და შედეგი არ დააყოვნებს.
თმის ზრდის ინგრედიენტები:
დაგჭირდებათ
3 დაფქული დარიჩინი.6 ლ. თაფლი.6 ლ. ზეითუნის ზეთი.
მომზადება და გამოყენება:
წყლის აბაზანაში ზეითუნის ზეთი ოდნავ გააცხელეთ, დაუმატეთ დარიჩინი და თაფლი და კარგად აურიეთ.მიღებული ნაზავი წაისვით სკალპზე, შეიხვიეთ თმა ცელოფნით,ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.ჩამოიბანეთ თბილი წყლით.გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.
თმის ცვენის მიზეზები
ორგანიზმში რკინის ნაკლებობა.
ფარისებრი ჯირკვლის ნელი ფუნქციონირების გამო ჰორმონალური დარღვევები.არასწორი კვება და ვიტამინების ნაკლებობა.ეს ინსტრუმენტი დაგეხმარებათ სქელი თმის აღდგენაში. თმა გაძლიერდება და შეწყვეტს ძლიერ ცვენას. სცადეთ ეს საშუალება თქვენთვის და გაუზიარეთ ეს მეთოდი თქვენს მეგობრებს!
ახლა კი მოკლე მიმოხილვა ზეითუნის ზეთზე.
ზეითუნის ზეთი მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის. ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციაზე. სხვა სასარგებლო პროდუქტებისგან ზეითუნის ზეთი იმით განსხვავდება, რომ მისი მცირე ულუფებიც კი საოცრად დიდ ეფექტს იძლევა. მთავარია, ზეთი რეგულარულად გამოიყენოთ. ზეითუნის ზეთს გასაოცარი ქიმიური შედგენილობა აქვს, რის გამოც ის ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.
მდიდარია მონოუჯერი მჟავებით. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ოლეინისა და პალმიტინის მჟავები, რომლებიც წარმოებაში, შესაბამისად, ომეგა-9-ისა და ომეგა-7-ის სახელწოდებით აღინიშნება. მონოუჯერი მჟავები აქვეითებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და ამასთან ერთად ზრდის "კარგი", ანუ ორგანიზმისთვის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს, ამიტომ ზეითუნის ზეთის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. საყურადღებოა ისიც, რომ მონოუჯერი მჟავები გარკვეულწილად ალცჰაიმერის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.
ალბათ, მარტო ეს თვისებებიც საკმარისია ზეითუნის ზეთის დასაფასებლად, თუმცა ის ორგანიზმისთვის ღირებულ სხვა ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს, მდიდარია ვიტამინებით, მჟავებითა და მიკროელემენტებით. ლინოლის მჟავა (მიეკუთვნება პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს და წარმოებაში აღინიშნება როგორც ომეგა-6), რომელიც ასევე უხვად არის ზეითუნის ზეთში, ამაგრებს უჯრედულ მემბრანებს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ლორწოვან გარსებზე. A, B, C, D, E, F, K ვიტამინები კი აქტიურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას.