საჯდომის ნერვის ანთება აღარ შეგაწუხებთ, თუ ამ მეთოდებს მიმართავთ. ამოვისუნთქე!
წელ-გავის რადიკულიტი ნამდვილად გაუსაძლისი ტკივილებით ხასიათდება, რომელთა ატანა არცთუ ისე სასიამოვნოა. თუ თქვენ ამ პრობლემის ერთ-ერთი მორიგი მსხვერპლი ხართ, დროა, ეს სტატია წაიკითხოთ!
საჯდომის ნერვი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე გრძელი ნერვია. ამ ნერვის ანთება კი ისეთ გაუსაძლის ტკივილებს იწვევს, რომ ისინი ნეკნებიდან ფეხის ტერფებამდე აღწევს. აღნიშნული პრობლემა იწვევს ნაწილობრივ ან სრულ დამბლას და კიდურების უმოძრაობას. უმოქმედობა პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. ტკივილთან ერთად სხვა პრობლემებიც იჩენს თავს, მაგალითად ფეხების სიმძიმე, კიდურებში ჭიანჭველის მოძრაობის მსგავსი განცდა და დისკომფორტი მოძრაობისას.
საჯდომი ნერვის ანთების გამომწვევი რამოდენიმე ფაქტორი სახელდება:
- მალთაშუა დისკოს თიაქარი
- დიაბეტი
- მსხლისებრი კუნთის სინდრომი
- ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციები
- პასიური ცხოვრების სტილი
- ჭარბწონიანობა
- მძიმეების ხშირი აწევა
როგორ განვიკურნოთ წელ-გავის რადიკულიტისგან?
უპირველეს ყოვლისა, ეჩვენეთ ექიმს. მაგრამ მკურნალობა ამ მეთოდებით აგრეთვე საკმაოდ ეფექტური იქნება:
1. ცივი და ცხელი კომპრესები
მკურნალობის პირველი 2-3 დღე გამოიყენეთ ცივი მომპრესები: გაავიეთ ყინული პირსახოცში, ისე რომ ყინულის ტომარა გამოგივიდეთ, დაიდეთ მტკივან ადგილას და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5 ჯერ.
ამის შემდეგ, იმავე პროცედურის გამეორება ცხელი კომპრესებითაც შეგიძლიათ, რომელთაც პერიოდულად, გაუსაძლისი ტკივილების შემთხვევაში, ისევ ცივი კომპრესებით ჩაანაცვლებთ.
2. არნიკა
მტკივნეულ ადგილზე დაიტანეთ არნიკას ნაყენი, ან მალამო (არნიკა მცენარეა, რომელიც იყიდება მწვანე აფთიაქებში)
3. კურკუმა
წაისვით კურკუმისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი მტკივან ადგილზე. გაიჩერეთ 30 წუთი.
4. ვაშლის ძმარი
ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ღამით, ძილის წინ. გაავსეთ 20 ლიტრიანი ბიდონი წყლით ნახევრამდე. წყალი უნდა იყოს ფეხის დასაბანი წყლის ტემპერატურაზე გამთბარი. ჩაყარეთ ერთი მუჭა მარილი და ნახევარი ლიტრი ვაშლის ძმარი, აურიეთ კარგად.
ჩაყავით ფეხები ჭურჭელში და გააჩერეთ იქამდე, სანამ წყალი არ გაცივდება.ამის შემდეგ შეიმშრალეთ ფეხები, შეიხვიეთ მშრალი პირსახოცით და დაიძინეთ.ფეხების მთელი ღამით თბილად გაჩერება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა შეიხვიოთ ისინი პირსახოცით, ან თბილი ნაჭრით დაძინებამდე.დილით, ადგომისთანავე ჩაიცვით სანდლები და არავითარ შემთხვევაში არ გაიაროთ ფეხშიშველმა!
გაითვალისწინეთ, ცურვის დროსაც კი არ იყოთ ფეხშიშველი.
5. ნივრიანი რძე
ინგრედიენტები:ერთი თავი დაკეპილი ნიორი,1/2 ჩ/კ კურკუმას ფხვნილი,1/4 ჩ/კ შავი დაფქვილი წიწაკა,1 ჭიქა რძე
მომზადება:შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ურიეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ სქელ მასას რძის დაშრობის ხარჯზე (უნდა ადუღოთ ცეცხლზე).გადმოდგით ცეცხლიდან,ათქვიფეთ მიღებული ნაზავი ბლენდერში და შეინახეთ ისეთ მინის ჭურჭელში, რომელსაც სახურავი მჭიდროდ ეხურება.
მიიღეთ 3 ს/კ დღეში სადილობამდე 10 წუთით ადრე.თუ ნიორს ვერ იტანთ, შეგიძლიათ ნაკლები ნიორი გამოიყენოთ რეცეპტის მომზადებისას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სულის სიმშვიდეს!