თმის 10 “გადამრჩენელი” გზა! ამაში მხოლოდ ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ…
ქოქოსის ზეთი საკმაოდ პოპულარული პროდუქტია სილამაზისა და თავის მოვლის მხრივ. ეს გასაკვირიც არ არის. თქვენ მისი გამოყენება თმის ნებისმიერი პრობლემის დროს შეგიძლიათ.
1) კონდიციონერის დატოვება
ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ თმის კონდიციონერი თმაზე დაიტოვოთ. დაამატეთ კონდიციონერს 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი, 5-6 წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. ეს ყველაფერი გაურიეთ გამოხდილ წყალს.
2) თმის აწეწვის წინააღმდეგ
ყოველდილით იღვიძებთ და თქვენი თმა აწეწილია? ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ, ეს პრობლემა აღარ გექნებათ. ის გადაისვით თავზე, აწეწილი თმა სავარცხლით დაივარცხნეთ და გაიკეთეთ სათქვენო ვარცხნილობა.
3) ტილების “მკვლელი”
არასასიამოვნოა ტილებზე გაფიქრებაც კი. მაგრამ ჩვენ შემზადებული უნდა ვიყოთ, მითუმეტეს თუ ბავშვები გვყავს. მოამზადეთ ქოქოსის ზეთით მათი მკვლელი საშუალება. 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ილანგ-ილანგის ზეთს. დაიტანეთ თმაზე და 2 საათით გააჩერეთ. ჩამობანის დროს გამოიყენეთ 2 ჭიქა ვაშლის ძმრისა და 1 ჭიქა წყლის ნარევი.
4) თმის გაყოფის წინააღმდეგ
თუ დაზიანებული თმა გაქვთ ქოქოსის ზეთი დაგეხმარებათ. 1 ს/კ თაფლი 4 ს/კ ქოქოსის ზეთს შეურიეთ. შეიზილეთ თავის კანზე, გამომშრალ თმასა და გაყოფილ ბოლოებზე. 15-20 წუთით დატოვეთ.
5) ქერტლის წინაღმდეგ
ქოქოსის ზეთი ქერტლის არაჩეულებრივი მკურნალია. თქვენ მრავალი გზით შეგიძლიათ გააკეთოთ მისგან სამკურნალო საშუალება. მაგალითად, შეგიძლიათ აურიოთ ლაიმის წვენს, როზმარინის ზეთსა თუ სხვა ეთერზეთებს.
6) თმის ფერის გათეთრების წინააღმდეგ.
ქოქოსის ზეთი ასევე კარგად გვიცავს თმის გათეთრების დროს.
7) ზრდი თმას
გინდათ თქვენი თმა მალე გაიზარდოს და ძლიერი იყოს? დაუმატეთ თქვენს შამპუნს ან კონდიციონერს ქოქოსის ზეთი. მიზანი მიღწეული იქნება.
8) თმის დამარბილებელი
გინდათ, რომ თქვენი თმა ღრუბელივით რბილი იყოს? მაშინ 1 ჭიქა ქოქოსის ზეთი 1/4 ჭიქა რძესა და 1 მწიფე ავოკადოს აურიეთ.
9) სითბოსგან დამცავი
ზაფხულისა თუ თმის საშრობის სითბოსგან თქვენს თმას ზიანი ადგება. ყოველდღე შეიზილეთ ხოლმე ქოქოსის ზეთი.
10) რეგულარული კონდიციონერი
ქოქოსის ზეთი თმის ყველა ტიპზე მიდის. ის არაჩვეულებრივი რეგულარული კონდიციონერია. მისი პატარა რაოდენობა დაიტანეთ თმაზე და გაიჩერეთ ცოტა ხნით (ასევე შეგიძლიათ მთელი ღამითაც გაიჩეროთ).