7 წესი, თუ რა უნდა ქნათ ფეხების შეშუპების დროს! ეს აუცილებლად დაგეხმარებათ!

შეშუპებული ფეხები უსიამოვნებაზე მეტად მტკივნეულია. ზოგჯერ კი ამ ყველაფერს უბრალოდ დასვენებით ვერ გავექცევით.
შეშუპების მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს: დიდი ხანი დგომა, არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება, თირკმლის უკმარისობა.

აი რა უნდა ქნათ შეშუპების დროს:

1) ცივი კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო დაგეხმარებათ ფეხების შეშუპებას თავი დააღწიოთ. მისი ფოთლები მაცივარში შედგით, შემდეგ კი პრობლემურ ზონებზე დაიდეთ.

2) სასმელი წყალი

თუ თქვენ ცოტა წყალს სვამთ, თქვენი ორგანიზმი იფიტება და ჩნდება შეშუპება. ეცადეთ დალიოთ უფრო მეტი წყალი.

3) მოხარშული ბრინჯი სოდასთან ერთად

შეურიეთ ცოტაოდენი მოხარშული ბრინჯი სოდას და ეს კომპრესი შეშუპებულ ფეხებზე დაიდეთ.

4) ევკალიფტის აბაზანა

ევკალიფტი მარტო კოალებისთვის არ არის სასარგებლო. აბაზანას დამატებული ევკალიფტის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი სასწაულს მოახდენს შეშუპებული ფეხების წინააღმდეგ.

5) აბაზანა ზღვის მარილით

ზღვის მარილი არაჩვეულებრივია ამ პრობლემის წინააღმდეგ. წყლით სავსე ვარცლს დაუმატეთ მისი რამდენიმე კოვზი.



6) მაგნიუმი – კვების რაციონში!

თუ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია, ფეხები ადვილად შეიძლება შეშუპდეს. ჭამეთ უფრო მეტი პროდუქტი, რომელიც ამ ელემენტს შეიცავს: მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კაკაო, კაკალი, წიწიბურა, შვრია, კვერცხი…

7) ყინული

თუ შეშუპებულ ფეხებზე დაიდებთ ყინულს, ის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას გაათავისუფლებს.

Facebook კომენტარები