თქვენი ხელები თქვენს ჯანმრთელობაზე მეტყველებს! გაიგეთ ამის შესახებ უფრო მეტი…

ხელების ფორმას და შეხედულებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. ხელებზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა. მათი ნებისმიერი ნაწილი შესატყვისი ორგანოს ჯანმრთელობაზე მიუთითებს.

1. ხელის კანის ფერი

წითელი ხელის გული ღვიძლის ტოქსიკურ დაზიანებაზე მიუთითებს (ჰეპატიტი ან სტაოტიზი).

კანის ყვითელი ფერი მიუთითებს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ჰეპატიტი, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დაავადება.

პიგმენტაცია ხელებზე ნაღვლის ბუშტის დაავადებებზე მიგვანიშნებს.

А და D ვიტამინების ნაკლებობა ხელის გულზე კანის აქერცვლას იწვევს.

2. ხელების ტემპერატურა

რეგულარულად ცივი ხელები ნიკოტინის მჟავის ნაკლებობისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევების შედეგია. ადამიანებს, მუდმივად ცივი ხელებით, ვურჩევთ, რაციონში დაამატონ შემდეგი საკვები: ხორცი, თევზი, სოკო, წიწიბურა, ლობიო, კომბოსტო.

ცხელი ხელები კი გვეუბნება, რომ ორგანიზმში ინტოქსიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ალკოჰოლის რეგულარული ან ზედმეტი მიღების გამო.

სველი ხელები ენდოკრინული სისტემის დარღვევის შესახებ მიუთითებენ.

ნეკა თითის დაბუჟება გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე მიუთითებს, ცერა თითის დაბუჟება კი – ფილტვებისა და სასუნთქი სისტემის.

 

3. თითების სახსრები

თითებზე სახსრების ტკივილი კალციუმის ნაკლებობაზე მიუთითებს. არასწორი ფორმის მქონე სახსრები ოსტეოართროზის განვითარებაზე მეტყველებს. შეშუპებული სახსრები კი ართრიტის წინაპირობაა, ამიტომ აუცილებლად ეჩვენეთ ექიმს.

4. ხელის გულის ფორმა

განიერი ხელის გული კარგი ჯანმრთელობის ნიშანია. მაგრამ ადამიანები, განიერი ხელის გულებითა და მოკლე თითებით, ხშირად მაღალი არტერიული წნევით იტანჯებიან ხოლმე.

ვიწრო ხელის გული და გრძელი თითები, ფერმკრთალი კანის ფერი – ადამიანის ემოციურად არასტაბილურობის ნიშანია.

ადამიანებს პატარა ხელებით ასთმის პრობლემები აქვთ. მსუქანი ხელები კი სისხლის მიმოქცევის პრობლემების ნიშანი შეიძლება იყოს.

ხელის გულების მასაჟი ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვის, ვისაც კომპიუტერთან მუშაობა უწევს.

Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები