ეთერზეთები, რომლებიც ძილის პრობლემებს მოგიგვარებენ-გაიგეთ მეტი…
ყველამ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვანია ძილი ორგანიზმისთვის, გარდა იმისა, რომ ამ დროს ხდება ენერგიების აღდგენა, დაკლებულმა საათებმა და ცუდად ძილმა ორგანიზმი შესაძლოა რიგ ჯანმრთელობის პრობლემებამდე მიიყვანოს. ჩვენ გთავაზობთ იმ ეთერზეთების ჩამონათვალს, რომლებიც დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში. (თითოუელი მათგანი არის სხელმისაწვდომი ნებისმიერ აფთიაქში)
ლავანდა
ეს ეთერზეთი უამრავი დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი სურნელი აქვს, ის დაგეხმარებათ რელაქსაციაში და დამშვიდებაში. მისი წყალობით ინსომნიის დამარცხებაც კი შესაძლებელია!
გვირილა
გვირილას ეთერზეთს შესანიშნავი დამაწყნარებელი და სედატიური ეფექტი აქვს, ხსნის სტრესს და ნერვულ დაძაბულობას.
ბერგამოტი
ბერგამოტი არის ციტრუსის ეთერზეთი, რომელიც დანარჩენი ციტრუსის ზეთებისგან განსხვავებით ამშვიდებს სტიუმლირების ნაცვლად. არგამოიყენოთ ის მზის სხივების ქვეშ.
ილანგ-ილანგი
ესეც არაჩვეუებრივი ყვავილის ეთერზეთია, რომელიც მშვიდ ატმოსფეროს შეგიქმნით. უხდება ნერვებს და ეფექტურია შფოთვის, ბრაზის და შიშის დროს.
როგორ გამოვიყენოთ ეთერზეთები:
დიფუზია
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დიფუზორი და სახლში ყოველთვის სასიამოვნო არომატი იტრიალებს. ან შეგიძლიათ უბრალოდ საძინებელში გამოიყენოთ ძილის წინ.
აბაზანა
თბილი აბაზანა შესანიშნავია სხეულისა და გონებისთვის. დაუმატეთ 2-3 წვეთი ეთერზეთი და ისიამოვნეთ. შეგიძლიათ შეურიოთ რამდენიმე ეთერზეთი.
გარეგანი გამოყენება
შეგიძლიათ დაამზადოთ ბალზამი, აურიეთ 4-5 წვეთი შერჩეული ეთერზეთი ¼ ჭ ზეითუნის ზეთთან, დაიზილეთ ამ ბალზამით კისერი ძილის წინ.
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.