ხელნაკეთი გელი თვალის ირგვლივ კანისთვის: ნატურალური ინგრედიენტები მოგაშორებთ ნაოჭებს!

ეს მარტივი საშინაო საშუალება ყველა დიასახლისს შეუძლია მოამზადოს. სულ რამდენიმე ნატურალური ინგრედიენტი მიანიჭებს კანს ახალგაზრდობას.

თვალის გელი

ინგრედიენტები:

  • 5 მლ ალოე ვერას გელი (10 ჯერ წყალში განზავებული)
  • 3 წვეთი ვარდის ეთერზეთი
  • 2 წვეთი სანდლის ხის ეთერზეთი
  • 1 წვეთი გერანიუმის ეთერზეთი

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით გელი თვალების ირგვლივ თითების მსუბუქი მოძრაობებით. საუკეთესო ეფექტისთვის გამოიყენეთ იგი ღამით, რათა სასარგებლო ინგრედიენტები რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს კანთან კონტაქტში. დარჩენილი გელი ჩადეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში 4 თვემდე.

გამოიყენეთ საშუალება არა უმეტეს კვირაში 3-ჯერ. აუცილებლად გაუზიარე მეგობრებს თვალების გარშემო ელასტიური კანის მარტივი საიდუმლო! შეიტყვეთ ასევე იმაზე, თუ როგორ მარტივად მოიცილოთ ასაკობრივი ლაქები.

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა. ალოეს სამშობლოა აფრიკა.

მას როგორც სამკურნალო მცენარეს, იცნობდნენ ძველი ბერძნები და რომაელები. ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები  აფრიკაში ლაშქრობისას სწავლობდნენ ალოეს წვენის-საბრის მომზადებას.

რომაელები მას აშენებდნენ ბაღებში. არაბები ალოეს მოთმინების სიმბოლოდ თვლიდნენ, რადგან იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება.

სულხან-საბა ალოეს საბრს და აზუას უწოდებდა.

ალოე მრავალწლიანი, შედარებით დაბალი ტანის მცენარეა, სამშობლოში 4 მ-ის სიმაღლეს აღწევს. აქვს ხორციანი ფოთლები, რომელთა სიგრძე 60 სმ-მდეა. როგორც წესი, ფოთლები ზემოთ ქმნიან როზეტს. ფორმით წაგრძელებულ-მახვილისებრია, ეკლისმაგვარი კიდეებით.

საყვავილე ისარი მაღალია, რომელიც მთავრდება წითელი ან ყვითელი ლამაზი ფერის გრძელი მტევანა ყვავილედით: ყვავილის გვირგვინი მარტივია, რომელსაც აქვს ექვსკბილიანი ყვავილსაფარი.

ალოე იზრდება ნახევრადუდაბნოებში. აქვს წვნიანი ფოთოლი, ლორწოვანი რბილობით, რაც უზრუნველყოფს მის არსებობას გვალვის პირობებში.

მედიცინაში ალოეს გამოყენება ხდება ძირითადად სამი სახით: მშრალი წვენის, საბრის ახალი წვენისა და პრეპარატების სახით.

საბრის მოსაპოვებლად აფრიკასა და ამერიკაში გამოიყენება ძალიან მსხვილფოთლიანი ალოე. მას ამზადებენ შემდეგი წესით: ჭრიან მსხვილ ფოთოლს და აწყობენ  დახრილ სიბრტყეზე. ფოთლიდან წვენი წვეთავს 5 სთ-ის განმავლობაში. მიღებულ წვენს ტოვებენ მცხუნვარე მზის ქვეშ თვეობით. ამ ხნის განმავლობაში წვენი არც მჟავდება და არც დუღილს არ განიცდის. გაშრობის შემდეგ საბრს აქვს მოშავო-მორუხო უფორმო მყიფე ნაჭრების სახე და ძალიან მწარე გემო.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია