მუცლის შებერილობა გამუდმებით მტანჯავდა სანამ ეს საოცარი ჩაი არ აღმოვაჩინე
მეტეორიზმი იგივე მუცლის შებერილობა შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:
- პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
- ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
- რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
- მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.
ჩემი რჩევაა მოამზადოთ ცერეცოს ჩაი, რომელიც შესანიშნავი აღმოჩნდა ჩებერილობის დროს. ამცირებს ანთებას, შებერილობას, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე.
რეკომენდებულია სამკურნალო ჩაის სადილის შემდეგ მიღება. ამ გზით შეძლებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ჩაი უმარტივესი მოსამზადებელია და გემოც სასიამოვნო აქვს.
თუ თქვენი ორგანიზმი კარგად ინელებს საკვებს და ითვისებს მის სასარგებლო ნივთიერებებს, იგრძნობთ ენერგიისა და ძალის მომატებას.
ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები (გათვლილია 2 პორციაზე):
- წყალი 2 ჩ. ჭ
- ცერეცოს თესლი 1 ჩ. კ
- ქინძის თესსლი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
წყალი აადუღეთ, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და დაუყონებლივ გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.
სამკურნალო ჩაი მიიღეთ თბილი და უშაქროდ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.