ბევრ ჩვენგანს აწყდება პრობლემები და სხვადასხვა დარღვევები საჭმლის მომნელებელ სისტემაში. თქვენი მსხვილი ნაწლავის გამართულად ფუნქციონირებისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ სასარგებლო ხელნაკეთი რეცეპტს.ამ დეტოქსის საშუალებით თქვენ მოიშორებთ ყველა სახის დისკომფორტს. ამისთვის კი მხოლოდ ერთი დღე დასვენება და ბუნებრივი ხელმისაწვდომ პროდუქცია გჭირდებათ.

ინგრედიენტები:

წყალი – 100 მლ;ზღვის მარილი – 0,5 ჩ/კ;ვაშლის წვენი (ნატურალური) – 0,5 ჭიქა;ჯანჯაფილი – 1 ჩ/კ;ლიმონის წვენი – 2 ს.კ

მომზადების წესი:

წყალი ოდნავ გაათბეთ, დაუმატეთ მარილი და კარგად აურიეთ სანამ ბოლომდე არ დაიშლება. შემდეგ სასმელს დაუმატეთ ყველა სხვა ინგრედიენტი და კვლავ აურიეთ.

რეკომენდებულია 3 ასეთი პორციის დალევა: დილით უზმოზე, შუადღისას ჭამის წინ და საღამოს. დარწმუნდით, რომ საკვები ამ დღეს მსუბუქია, სასურველია შედგებოდეს თევზისა და ჩაშუშული ბოსტნეულისგან. სასმელის გარდა, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 6 ჭიქა სუფთა წყალი.

ზღვის მარილი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას და ასტიმულირებს ტოქსინების გაწმენდას. ვაშლი ჯანჯაფილისა და ლიმონის წვენით გააუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და აღმოფხვრის შებერილობას.

Facebook კომენტარები