იმისათვის, რომ ტვინი ყოველთვის „ახალგაზრდა“ იყოს - მიირთვით ხახვი!
სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ქმნიან ამ სასწაულებრივ პროდუქტს, ხელს უწყობს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადაჭრას.
იაპონელმა მკვლევარებმა ხახვის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს.
ის დადებითად მოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე. ეს გამოწვეულია გოგირდის ნაერთებით, რომლებიც ხახვის ნაწილია. ეს ნაერთები ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ხელს უშლის ტვინის ნაადრევ დაბერებას.
იაპონელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც დეტალურად იქნა შესწავლილი ხახვის თვისებების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ პროდუქტი,რომელიც პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ზრდის პოზიტიური ემოციების მგრძნობელობას და ასევე ხელს უწყობს მეხსიერების აღდგენას. ეს ხდება შემდეგნაირად.გოგირდის ნაერთები ტვინში შედის სისხლით. იქ ისინი აახალგაზრდავებს ტვინის უჯრედებს და ასტიმულირებენ მათ აქტივობას.
ექსპერტების აზრით, ყველაზე სასარგებლოა თაფლით დაფქული ხახვის გამოყენება. ის უბრალოდ სასწაულებრივ გავლენას ახდენს ორგანიზმზე და განსაკუთრებით სასარგებლოა სკლეროზის განვითარებისკენ მიდრეკილ მოხუცებზე. მაგრამ ახალგაზრდებმაც კი არ უნდა უგულებელყოთ ეს მცენარე. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს სხეულის მთლიან ჯანმრთელობას.
"ჩვენ სასარგებლო ინფორმაციის გაცვლით შეგვიძლია ბევრის სიცოცხლე ვიხსნათ და გადავარჩინოთ. ჩემი აზრით, აუცილებელია რომ სასარგებლო და მარტივი ხრიკები ვიცოდეთ,რაც ჯანმრთელობას გაგვიუმჯობესებს ან საერთოდ ფატალური შედეგისგან გვიხსნის,ჯანმრთელობას და სულიერ მხნეობას გისურვებთ."
ხახვის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია. იგი საკმაოდ მდიდარია ვიტამინებითა (А, C, Е, PP, B, В1) და მინერალებით (მაგნიუმი, გოგირდი, ფოსფორი, რკინა). ასევე მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. ეს ბოსტნეული შესანიშნავად უმკლავდება სებორეას, ქერტლს, ამაღლებს პოტენციას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები. ხშირად იმ, იმედით, რომ ამა თუ იმ დაავადებისგან განიკურნებაში დაეხმარება, ხახვს ადამიანები ზედმეტი რაოდენობითაც კი მოიხმარენ. სამწუხაროდ, ამ დროს გვავიწყდება ან არ ვიცით, რომ ხახვს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, თან ძალიან ბევრი!