როგორ ავიცილოთ თავიდან მაღალი წნევა?

უბრალოდ სცადე

გოგრა და ლიმონი.

2 ლიმონი, 1 კგ გოგრა, 1 კგ შაქარი.

გოგრის რბილობი და ლიმონი ქერქთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ შაქარი, აურიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში. შაქრის ნაცვლად უმჯობესია გამოიყენოთ თაფლი.

ნიორი და ვაშლის სიდრი ძმარი.

1 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის სიდრი ძმარი, 200 მლ წყალი. ყოველ დილით უზმოზე მიირთვით დაქუცმაცებული კბილი ნიორი ერთ ჭიქა წყალთან ერთად ვაშლის სიდრი ძმარით.

ჭარხლის კვაზი.

1 კგ ჭარხალი, 2-3 ლიტრი წყალი, 3  კოვზი ვაშლის ძმარი, თაფლი ან ლიმონი გემოვნებით. უმი ჭარხალი გახეხეთ წვრილად, ჩაყარეთ 3 ლიტრიან შუშის ქილაში,დაასხით თბილი ადუღებული წყალი, დაუმატეთ ვაშლის ძმარი, დააფარეთ მარლა, გააჩერეთ 2-3 დღე. დალიეთ 100 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი ან ლიმონის წვენი გემოვნებით. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

ჭარხალი-თაფლის ნარევი.

200 გრ თაფლი, 300 მლ ჭარხლის წვენი.

გოგრის სარგებელი

ჭარხლის წვენი დაასხით თხევად თაფლში, კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 ს.კ. კოვზი 2-4 ჯერ დღეში ჭამის წინ.

1. ვიტამინების არსებობა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ზოგადად დადებითად მოქმედებს თვალზე.

2. გოგრა ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან აადვილებს “მძიმე” საკვების მონელებას. ნოყიერი სადილის შემდეგ კარგი იქნება, თუ რამდენიმე ლუკმა გოგრას მიირთმევთ, რაც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და მოგიხსნით დისკომფორტს.

ეს პროდუქტი საინტერესოა იმითაც, რომ ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას. გოგრა დაბალკალორიულია, ადვილად გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, ასუფთავებს მას და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კლებას. გოგრის დიეტა საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს.

3. გოგრა ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან და ზედმეტი ქოლესტერინისგან. ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.

4. ეს ბოსტეული ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის შედედების ოპტიმიზებას ახდენს.

5. შარდმდენი ეფექტის წყალობით (გოგრა 90%-ით წყლისგან შედგება) გოგრა ეხმარება შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის უკმარისობისა და შარდის ბუშტის ანთების დროს. ამისათვის უმჯობესია იგი უმი სახით მივიღოთ.

6. გოგრას შეუძლია ნერვული სისტემის ნორმალიზება, განწყობის გამოკეთება, დეპრესიის დაძლევა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი ასევე გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაშიც.

7. С ვიტამინის არსებობის გამო გოგრა იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს – ადამიანები, რომლებიც მას რეგულარულად მიიღებენ, უკეთ ებრძვიან ვირუსებს და ნაკლებად ავადდებიან სეზონური დაავადებებით.

8. გოგრა ცნობილია ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით. ამ მიზნით იგი გამოიყენება როგორც საკვებად (ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩასაქრობად) ასევე კანზე დასადებად ჭრილობების, დამწვრობების, მუწუკებისა თუ გამონაყარის დროს. გოგრის რბილობი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

9. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რაციონში ხშირად იყენებენ გოგრას, ნაკლებად ავადდებიან ტუბერკულოზითა და ყელის კიბოთი. თუმცა გოგრის ეს კონკრეტული სასარგებლო თვისება მედიკოსების ერთ ნაწილს მაინც საეჭვოდ მიაჩნია.

10. გოგრას გააჩნია ერთგვარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. მას აქვს უჯრედების განახლების, ძვლის გამაგრებისა და მისი პროდუქტიულობის გაზრდის უნარი.

11. გოგრის ფაფა კარგია გულძმარვასთან საბრძოლველად.

12. გოგრის რეგულარული გამოყენება ამცირებს კარიესის, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენის საფრთხეს.

13. ეს ბოსტნეული სისხლში ჰემოგლობინის დონეს მატებს.

14. გოგრა დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.

Facebook კომენტარები