ყველაზე არაჯანსაღი საახალწლო კერძების ჩამონათვალი და როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი დღესასწაულების შემდეგ?
ქართველებისთვის ნებისმიერი დღესასწაული გემრიელ კერძებთან ასოცირდება. თუმცა, ახალი წელი გამორჩეულია ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებით. ამ დღესასწაულისთვის მზადება თითქმის ერთი თვით ადრე იწყება , რადგან თითოეული ოჯახი ცდილობს, საჭირო პროდუქტები წინასწარ მოიმარაგოს. ქართული ტრადიციული კერძები ძალიან გემრიელია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი მიღება ორგანიზმისთვის ხშირ შემთხვევაში ძალიან საზიანოა.
ლაბა
ლაბა (ე.წ ხალადეცი) საკმაოდ პოპულარული კერძია და ის განსაკუთრებით უყვართ მამაკაცებს. მისი პოპულარობის მიუხედავად, ძალიან ცოტამ თუ იცის,რომ ეს კერძი პირველად საფრანგეთში მომზადდა. თუ ლაბას მომზადებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაგჭირდება რამდენიმე სახეობის ხორცის კომბინაცია. შესაბამისად, ის საახალწლო სუფრის გამორჩეულად არაჯანსაღი კერძია.
გოზინაყი
გოზინაყი საახალწლო ტკბილეულია,რომელიც ნიგვზითა და თაფლით მზადდება.ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და „ბატონებს“ სწირავდნენ — თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს „ბატონებს“ უკმევდნენ, (ბაზმა). სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც „უკან ბრუნდებოდნენ“ მიცვალებულთა სულები. რამდენად მომხიბვლელიც არ უნდა ჩანდეს გოზინაყის ისტორია და გემო, უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ ჩვენს კუჭს სულაც არ მოსწონს ნიგვზისა და თაფლის კომბინაცია.
საცივი
ითვლება, რომ საცივი ახალი წლის სუფრის მთავარი კერძია. მისი მომზადება არცისე მარტივია, რადგან საჭიროა სანელებლების სწორი კომბინაცია და ხორცის დაკვირვებით შერჩევა. ამ კერძის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ნიგოზია. გარდა იმისა,რომ ნიგოზი ძლიერი ალერგენია, მან შეიძლება დიარეა და მომნელებელი სისტემის გაღიზიანება გამოიწვიოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სანელებლები არაჯანსაღი პროდუქტების სიაშია, საცივის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული.
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი დღესასწაულების შემდეგ?
იქიდან გამომდინარე,რომ ახალი წლის პერიოდში არაჯანსაღ საკვებთან ერთად ალკოჰოლსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია, ღვიძლი დავიცვათ და შევუწყოთ ხელი სწორ ფუნქციონირებაში. კარგი იქნება, თუ მას დამხმარე პრეპარატს მივაწოდებთ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი საშუალება ლივერილია. ლივერილი წარმოადგენს იმ ნივთიერებათა კომპლექსს,რომლებიც იცავენ ღვიძლს ტოქსიური ნივთიერებების, ალკოჰოლისა და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან. პრეპარატის შემადგენლობაშია ისეთი სასარგებლო ნივთიერება,როგორიც L-კარნიტინია. L-კარნიტინს გამოქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ზრდის საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას კუჭიდან და ნაწლავებიდან, აძლიერებს მათ გარდამქმნელ მოქმედებას, რომლის შედეგადაც უმჯობესდება საჭმლის შეთვისება და ცხიმების დაშლა.
ლივერილის მიღება რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკისქალებისა და მამაკაცებისთვის ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისა და ნორმალური მონელების ხელშეწყობისთვის.