შავი იდაყვების გამო მოკლე სახელოების ჩაცმა მრცხვენოდა. გაოცებული დავრჩი, როცა დავინახე ამ საშუალების ეფექტი!

ყველა ქალს ერთხელ მაინც აღმოუჩენია მუქი ლაქები კისერზე, იღლიებზე, მუხლებზე ან იდაყვებზე, რომელთა ჩამობანაც შეუძლებელია. ისინი შეიძლება გამოჩნდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო: მზის ზემოქმედება, ასაკთან დაკავშირებული ან მშობიარობის შემდგომი ჰორმონალური ცვლილებები, გაღიზიანება, გაპარსვა, ეპილაცია, ტანსაცმლის შეხება, არასათანადო მოვლა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

ამ პრობლემის მოგვარებაში გამათეთრებელი ნიღაბი დაგეხმარებათ. გააკეთეთ კვირაში 3-ჯერ და აუცილებლად მოიშორებთ მუქ ლაქებს კანზე.

მუქი ლაქები იდაყვებზე

მუქი ლაქა კანზე:

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ საცხობი სოდა

აპლიკაცია

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი კონტეინერში.

შეურიეთ ისინი გაგლუვებამდე.

წაისვით მუქი კანის მქონე ადგილებში. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

პროცედურის შემდეგ პრობლემური ადგილები შეზეთეთ თეთრი თიხის, რძისა და ლიმონის წვენის ნარევით. მომზადებული კომპოზიცია გაათავისუფლებს კანს პილინგისგან, კვებავს და არბილებს.

ახლა თქვენ იცით, როგორ გაათეთროთ კანი სახლის პირობებში. მთავარია, რეგულარულად ჩაატაროთ მოვლის პროცედურები, ეს ხელს შეუშლის მკვდარი უჯრედების დაგროვებას, რაც ხელს უწყობს კანის გამუქებას.

ზეითუნის ზეთი მეტად სასარგებლოა ადამიანისთვის.

ის კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, მის ცალკეულ ორგანოთა ფუნქციაზე. სხვა სასარგებლო პროდუქტებისგან ზეითუნის ზეთი იმით განსხვავდება, რომ მისი მცირე ულუფებიც კი საოცრად დიდ ეფექტს იძლევა. მთავარია, ზეთი რეგულარულად გამოიყენოთ. ზეითუნის ზეთს გასაოცარი ქიმიური შედგენილობა აქვს, რის გამოც ის ყველა სხვა მცენარეულ ზეთთან შედარებით მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.

მდიდარია მონოუჯერი მჟავებით. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ოლეინისა და პალმიტინის მჟავები, რომლებიც წარმოებაში, შესაბამისად, ომეგა-9-ისა და ომეგა-7-ის სახელწოდებით აღინიშნება. მონოუჯერი მჟავები აქვეითებს სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონეს და ამასთან ერთად ზრდის "კარგი", ანუ ორგანიზმისთვის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს, ამიტომ ზეითუნის ზეთის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. საყურადღებოა ისიც, რომ მონოუჯერი მჟავები გარკვეულწილად ალცჰაიმერის დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.

ალბათ, მარტო ეს თვისებებიც საკმარისია ზეითუნის ზეთის დასაფასებლად, თუმცა ის ორგანიზმისთვის ღირებულ სხვა ნივთიერებებსაც უხვად შეიცავს, მდიდარია ვიტამინებით, მჟავებითა და მიკროელემენტებით. ლინოლის მჟავა (მიეკუთვნება პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს და წარმოებაში აღინიშნება როგორც ომეგა-6), რომელიც ასევე უხვად არის ზეითუნის ზეთში, ამაგრებს უჯრედულ მემბრანებს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ლორწოვან გარსებზე. A, B, C, D, E, F, K ვიტამინები კი აქტიურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობენ ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის განმტკიცებას, აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციას.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია