კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია მთელ მსოფლიოში მისი მრავალი სამკურნალო თვისების გამო.

თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის, რომ მისი ყოველდღიური მოხმარება აუმჯობესებს ღვიძლისა და ტვინის ჯანმრთელობას.

კურკუმა, როგორც ღვიძლის ვერაგი დაავადების  პრევენცია.

ამ სანელებელს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ექსპერტებმა მისი ეფექტის შესწავლა ღვიძლის დაცვის კუთხით ოცი წლის წინ დაიწყეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ კურკუმა ძალზე სასარგებლოა მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტების გამო.

მისი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, ამცირებს ღვიძლის ვერაგი დაავადების რისკს,რადგან ამცირებს ადამიანის კანცეროგენების (როგორიცაა თიოაცეტამიდის) ზემოქმედებას ღვიძლზე.

კურკუმა ტვინის ჯანმრთელობისთვის.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმა აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

კერძოდ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კურკუმინი აფერხებს ბეტა-ამილოიდური დაფების დაგროვებას, რომლებიც ალცჰეიმერის დაავადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გარდა ამისა, მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები შეიძლება იყოს დიდი დახმარება ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევაში, რადგან ისინი ამცირებენ ანთებით და ჟანგვითი აგენტებით გამოწვეულ ზიანს. სხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს სასწაულებრივი სანელებელი ასევე სასარგებლოა დეპრესიის სამკურნალოდ.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომ კურკუმა ყოველდღიურად მიირთვათ:

კურკუმა და ქოქოსის ზეთი.

ინგრედიენტები:

1 ჩ.კ კურკუმა.1 ს.კ ქოქოსის ზეთი.2 ჭიქა ქოქოსის რძე.1 მწიკვი შავი პილპილი.

მომზადების მეთოდი:

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ქვაბში მიიყვანეთ ადუღებამდე.შემდეგ ნარევი ოდნავ გაცივდეს და დალიეთ.თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ეს ნარევი სუპებში  ან სხვა რეცეპტებში.

კურკუმას წყალი.

ინგრედიენტები:

1/4 ჩ.კ კურკუმა.1-2 ჭიქა წყალი.

მომზადების მეთოდი:

ჯერ წყალი აადუღეთ, დაუმატეთ კურკუმა და კიდევ 10 წუთი ადუღეთ.
შემდეგ სასმელი ცოტა გაცივდეს და შეგიძლიათ დალიოთ.

ისიამოვნეთ!

Facebook კომენტარები