წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წყალი და ბროწეულის გამხმარი კანი
აიღეთ 10-12 გრამი გამომშრალი ბროწეულის ქერქი და დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. სასურველია, თუ ამ ყველაფერს მინის ჭურჭელში მოათავსებთ. დააფარეთ ქაღალდის ფურცელი ან თეფში. გააჩერეთ 25-30 წუთი და შემდეგ დაიწყეთ დალევა.ქერქებს ნუ გადაყრით. სანამ წყალს დალევთ, ეს ქერქები აუცილებლად უნდა იყოს წყალში. მკურნალობა იმ წუთიდან იწყება, როდესაც მდუღარე წყალს დაასხამთ ქერქს.
სასმელის მომზადების წესი ყველა ჩამოთვლილი დაავადებისთვის ერთნაირია. მხოლოდ მისი მიღებაა განსხვავებული.დიზენტერიის, სალმონეოზის, მწვავე აპენდიციტის დროს ნაყენი მიიღეთ შემდეგნაირად.მდუღარე წლის დასხმიდან 30 წუთის გასვლიდან დალიეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა.სასმელი არ გადაწუროთ. თუ დალევიდან ათ წუთში თავი ჯანმრთელად იგრძენით.ე.ი. ადგილი ჰქონდა კუჭის მუშაობის უბრალო დარღვევას და ბოლომდე განიკურნეთ.შეგიძლიათ, ნებისმიერ ადგილას წახვიდეთ. დიარეა და ყაზბობა თქვენ არ გაქვთ.
თუ დალევიდან ათი წუთის შემდეგ უკეთ არ იგრძენით თავი, ე.ი. თქვენ ან დიზენტერია გაქვთ, ან სალმონელიოზი. დარჩით სახლში და სამი საათის შემდეგ დარჩენილი სასმელი დალიეთ. დალევიდან ხუთ საათში თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ.
ამ სასმელით განკურნება ერთ კვირა დაგჭირდებათ თუ გაქვთ კუჭის წყლული, ნაწლავების წყლული, კოლიტი. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ დაახლოებით 90-100 მლ. ოთხი დალევის შემდეგ დოზა უნდა გაანახევროთ. დაიმახსოვრეთ, რომ სასმელი დღეგამოშვებით უნდა დალიოთ ერთი კვირის განმავლობაში. ეს საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. თუ პროფილაქტიკის მიზნით კვლავ მოგინდებათ დალევა, აუცილებლად ერთი კვირა უნდა იყოს გასული მკურნალობის დამთავრებიდან.
ცნობილია, რომ ჰიპოკრატე, ამ სასმელით ჭრილობებს კურნავდა. ღია ჭრილობებს ამ სასმელით გაჭღენთილ ნაჭერს ადებდა. სასმელი ინფექციის განვითარებას უშლიდა ხელს და ჭრილობის შეხორცებას აჩქარებდა. ავიცენამ თავის ტრაქტატებში ბროწეული 150-ჯერ ახსენა და ყოველთვის სხვადასხვა მიზეზით.
ბროწეული კოსმეტოლოგიაში ფაქტობრივად შეუცვლელია. შედის ძალიან ბევრ მალამოს შემადგენლობაში. მისი შემცველობის მაზები თქვენს კანს ატენიანებს და ათეთრებს.
ბროწეული ამაგრებს ფრჩხილებს, და თქვენს თმასაც დაეხმარება ჯანმრთელი იყოს.