დალიეთ კურკუმას ჩაი ღვიძლის გასააქტიურებლად და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის!
ვინ იფიქრებდა, რომ ისეთი ნაცნობი სანელებელი, როგორიც კურკუმაა, სასარგებლო ნივთიერებების საწყობია! კურკუმას გამოყენება დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე: ხელს უწყობს სისხლძარღვების და კაპილარების ქსელის აღდგენას, ხელს უწყობს პოდაგრის, ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლას, აუმჯობესებს სახის ფერს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს მთლიანობაში.
ეს სანელებელი წარმოუდგენლად სასარგებლო საშუალებაა მათთვის, ვინც წონის დაკლებას ცდილობს. საქმე იმაშია, რომ კურკუმას შემადგენელი პოლიფენოლ კურკუმინი ხელს უშლის ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნას და ორგანიზმიდან ჭარბ წყალს გამოდევნის.
ეს სანელებელი შესანიშნავია მათთვის, ვისაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები აწუხებს. კურკუმა აძლიერებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობას. ჩვენი რედაქცია ზრუნავს თქვენზე და გთავაზობთ კურკუმას ჩაის ჯანსაღ რეცეპტს.
კურკუმა გასახდომად
ინგრედიენტები:
- 1/2 ჩ.კ დარიჩინი
- 1/2 ჩ.კ ჯანჯაფილი
- 2 ს.კ. თხევადი თაფლი
- 1/2 ჩ.კ შავი "პილპილი
- 1/2 ჩ.კ კურკუმა
- 350 მლ მდუღარე წყალი
მომზადების მეთოდი:
ჯანჯაფილი, კურკუმა და ერთი სუფრის კოვზი წყალი აურიეთ თასში, სანამ პასტას არ მიიღებთ. შემდეგ დაასხით დანარჩენი წყალი.
გააჩერეთ ნარევი 15 წუთის განმავლობაში, რათა ჯანჯაფილი და კურკუმა ძირამდე დადგეს.
გაგრილების შემდეგ დაუმატეთ თაფლი, წიწაკა და დარიჩინი.
ყველაფერი ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
დალიეთ ეს სასმელი 75 გ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
დაიცავით ჩაის მიღების კურსი სამი კვირის განმავლობაში.
შედეგი არ დააყოვნებს ! კურკუმა ძლიერი საშუალებაა, ამიტომ თვითმკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს.
ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ახლობლებს! არ დაგავიწყდეთ წონის დაკლების რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის.