გაწუხებთ ფეხებში სიმძიმე, ღამით კი საშინელი ტკივილი გაღვიძებთ? მაშინ ჩვენ თქვენთვის არაჩვეულებრივი რეცეპტი გვაქვს!
დაღლილი ფეხების სინდრომი დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემადაა მიჩნეული, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში.
სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში ძალიან გავრცელებული მოვლენაა. მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობა რომ ავიღოთ, მათ 40%-ს ჰქონია განცდა, რომ თითქოს ქვედა კიდურებზე რაიმე წონა აქვს მობმული.
ქვედა კიდურების ვენებში სისხლი ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, რადგან ის გულისაკენ მიემართება. თუმცა ცხადია სისხლზე გრავიტაცია მოქმედებს და მას ქვემოთ ექაჩება.
იმისათვის, რათა სისხლი ქვემოდან ზემოთ წავიდეს და არა პირიქით, ვენებში არსებობს სარქვლები, რომლებიც სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ქვემოდან ზემოთ ატარებს. სისხლს ქვემოდან ზემოთ კუნთების შეკუმშვა ამოძრავებს.
სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც მოგიხსნით ოსტეოქონდროზით, ართრიტით, ართროზით, რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილს.
საჭირო იგრედიენტები: იოდი 10 მლ; ქაფურის სპირტი 10 მლ; სპირტი ჩვეულებრივი 300 მლ; ანალგინი 10 აბი; მუქი მინის ბოთლი.
მომზადება:
დაფქვით ანალგინის ათივე აბი. ჩაყარეთ მიღებული ფხვნილი მუქი ფერის მინის ბოთლში, დაასხით იოდი, უბრალო სპირტი და ქაფურის სპირტი. ბოთლს კარგად დააფარეთ თავსახური, შეანჯღრიეთ და დატოვეთ დასაყოვნებლად ბნელ ადგილას 3 კვირით. პერიოდულად შეანჯღრიეთ.
გამოყენების წესი:
საღამოს, დაძინების წინ დაიმუშავეთ მტკივანი სახსრები ამ საშუალებით და შეიხვიეთ შალის თბილი ქსოვილით.
კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე. 10 დღიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ აუცილებელია 5 დღიანი პაუზის გაკეთება. ჩაიტარეთ იმდენი კურსი 5 დღიანი შესვენებებით, რამდენიც პრობლემის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად დაგჭირდებათ.
ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალებაა ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!
Folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.