ცნობილმა გერმანელმა კარდიოლოგმა აღნიშნა, თუ როგორ უნდა შეამციროთ არტერიული წნევა წამლების გარეშე.
ადამიანთა უმრავლესობაში სისტოლური არტერიული წნევა (ზედა ზღვარი) იზრდება ასაკთან ერთად.
შედეგად, ბევრ ზრდასრულ ადამიანს აქვს ან ექნება "იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია" - მაღალი წნევა, რომელშიც მხოლოდ ზედა ზღვარი აჭარბებს ნორმას.
მაგალითად 150/80. ოპტიმალური არტერიული წნევის, პრეჰიპერტენზიისა და ჰიპერტენზიის ნორმები ერთნაირია 16 წელზე უფროსი ასაკის ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა და სქესისა.
სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში და არტერიული წნევის მატებასთან ერთად, ადამიანები მიმართავენ მედიკამენტებს არტერიული წნევის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.
თუმცა, მაღალი არტერიული წნევის განეიტრალება ბუნებრივად შეიძლება, ამბობს ბერნჰარდ კრამერი, მანჰაიმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი და გერმანიის ჰიპერტენზიის ლიგის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, ცხოვრების წესის შეცვლა ეფექტური ღონისძიებაა ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლაში და შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მიღებული მედიკამენტების რაოდენობა.
კვირაში 150 წუთი მსუბუქი ვარჯიშიც კი ძალიან სასარგებლო იქნება თქვენი გულისთვის.
კრამერმა აღნიშნა, რომ ჰიპერტონიული პაციენტების უმეტესობა ჭარბწონიანია, ამიტომ წონის დაკლება ხელს შეუწყობს არტერიული წნევის შემცირებას.
ასევე, ექიმი გვირჩევს, თავი შეიკავოთ მარილის დიდი რაოდენობით მოხმარებისგან, ჩაანაცვლოთ სანელებლებით.
ჰიპერტენზიულმა პაციენტებმა უნდა მიირთვან მსუბუქი დიეტა ბოსტნეულით, ხილით, უცხიმო რძის პროდუქტებით და მთელი მარცვლეულით, თქვა კრამერმა.
დიეტაში ასევე უნდა იყოს ჭარხლის წვენი, ნიორი და კუნელი.
აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება
folktips.org არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.
folktips.org დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
folktips.org-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.