სასმელები ორგანიზმის ტოქსინების გასაწმენდა
ჰიდრომელი. მზადდება უბრალოდ: ჭიქა თბილი (40o-მდე) წყლისთვის 1 ჩ.კ. თაფლი და 2 ს.კ. ლიმონის წვენის დამატებით.
მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამის წინ.
სასმელში C ვიტამინის შემცველობა ხელს უწყობს ტოქსინების მოცილებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.
შვრიის ჟელე.
აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. სამ ლიტრიან ქილაში ჩაასხით 200 გრ შვრია, დაასხით 0,5 ს.კ. კეფირი, 1 ს.კ. არაჟანი, 1,5ლ წყალი.
ჭურჭელი მჭიდროდ შეახვიეთ მარლით და დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ,ჩაასხით ქვაბში და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დროდადრო ურიეთ.
მიიყვანეთ ადუღებამდე, ამოიღეთ.
დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 0,5 ჭიქა.
თაფლი-დარიჩინის სასმელი.
მას აქვს გამწმენდი თვისებები და რამდენჯერმე აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აქრობს შიმშილის გრძნობას. დაასხით 0,5 ჩ.კ. დარიჩინი 200 მლ მდუღარე წყალი. როცა გაგრილდება დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და შედგით მაცივარში 2 საათით.
მიიღეთ ღამით და დილით უზმოზე.
რა არის C ვიტამინი?
ასკორბინის მჟავა, იგივე C ვიტამინი, წყალში ხსნადი საკვები ნივთიერებაა.
C ვიტამინი დიდი ოდენობით არ ინახება ორგანიზმში. ზედმეტი გამოიყოფა შარდის სახით, განსხვავებით ცხიმში ხსნადი ნივთიერებებისგან, როგორებიცაა: A, D, E და K ვიტამინები.
C ვიტამინს ორგანიზმი ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს და საჭიროა, ამ ნივთიერებით მდიდარი საკვების მიღება, რათა დღიური ნორმა შეივსოს.
2013 წლის კვლევების მიხედვით, თქვენს ორგანიზმს ეს ვიტამინი სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება, მაგ:
- ნეიროტრანსმიტერების წარმოება
- სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირება
- უჯრედების მჟანგავი დაზიანებისგან დაცვა
- ანთების კონტროლი
- რკინის შეწოვა
- კოლაგენის გამომუშავება
- იმუნური სისტემის დაცვა
C ვიტამინი გვხვდება სხვადასხვა მცენარეულ და ცხოველურ საკვებში. დაბალანსებული კვების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ამ გზით მიიღოთ აუცილებელი საჭირო დოზა. თუმცა, ბევრი ადამიანი დამატებითი ვიტამინების სახითაც იღებს მას.
რა რაოდენობით C ვიტამინი სჭირდება ადამიანს?
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, ზრდასრულ მამაკაცს დღეში საშუალოდ 90 მილიგრამამდე C ვიტამინი სჭირდება, ხოლო ქალს – 75.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კი ქალს უფრო დიდი რაოდენობით მიღება ესაჭიროება.
პრენატალური ვიტამინების უმეტესობა შეიცავს ც ვიტამინს. რეკომენდირებული ც ვიტამინის დოზა იზრდება დღიურად 85 და 120 მილიგრამამდე ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.